5 ივლისს ჰერეთში სარწმუნოებისათვის თავდადებულის - წმინდა მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილის ხსენებაა

წმინდა სინოდის განჩინებით და ხორნაბუჯის ეპისკოპოსის მელქისედეკის წარდგინებით, 2012 წლის 5 ივლისს, სარწმუნეობისათვის თავდადებული მღვდელი მიხეილი წმინდანად შეირაცხა და სახელად ეწოდა წმინდა მიქაელი (ყულოშვილი) ჰერეთში წამებული.მისი ხსენების დღედ კი 5 ივლისი დადგინდა. წმინდანის საფლავი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეზოშია.

მღვდელმოწამე მიხეილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ისტორიის მაგისტრის  თემურ ტარტარაშვილის მიერ მოძიებული მასალების  მიხედვით გადმოგცე

მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1842 წელს სოფელ კახში რაფიელ და საბედო ყულოშვილების ოჯახში. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევამდე, მიხეილ ყულოშვილი მუსლიმი იყო და მას გადაწყვეტილი ჰქონდა მუსლიმი სასულიერო პირი გამხდარიყო. 1858 წელს მიხეილ ყულოშვილი მართლმადიდებლური წესით მოინათლა და სიკვდილამდე უფლისა და ხალხის სამსახურში იყო. მისი ცხოვრების პერიოდში, საინგილოში განხორციელებული ყველა ქართული საქმე პირდაპირ თუ ირიბად, მამა მიხეილ ყულოშვილის სახელს უკავშირდება. მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა ზაქათლის ოლქის სამრევლო სკოლის დაარსების, ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საქმეში. მღვდელმსახურებასთან ერთად, მამა მიხეილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი კახის სკოლის მასწავლებელი იყო. მიხეილ ყულოშვილმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

მას ასევე დამთავრებული ჰქონდა გორის პედაგოგიური სასწავლებელი (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1887 წლის ანგარიში (რუსულ ენაზე) გვ. 94). 1860 წელს "ოსეთის სასულიერო კომისია" გაუქმდა და მის ბაზაზე "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი კავკასიის გაქრისტიანება იყო .

ამ ორგანიზაციამ, კავკასია 12 სამისიონერო რაიონად – საბლაღოჩინოდ დაყო, რომელთა შორის ერთ-ერთი საინგილო იყო. საზოგადოების დაფინანსებით იქმნებოდა სამრევლოები და სამრევლო სკოლები. ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა აგრეთვე ძველი ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საკითხზე. 1860 წელს მიხეილ ყულოშვილმა ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებაში" მუშაობა დაიწყო. იგი ქრისტიანობის აქტიურ ქადაგებას ეწეოდა და ამ ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა. ცნობილი ფაქტია, რომ მუსლიმი სასულიერო პირები მიხეილ ყულოშვილს ამზადებდნენ იმისათვის, რომ მოლა გამხდარიყო. ქრისტიანობაზე მისი მოქცევა კი ისლამის მიმდევარი სასულიერო პირებისთვის დიდი დარტყმა იყო, რასაც მამა მიხეილს სიცოცხლის ბოლომდე ვერ პატიობდნენ. ისინი მას "მირზა ქეშეშს" ეძახდნენ.

1870 წელს მიხეილ ყულოშვილი მღვდლად აკურთხეს და კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაამწესეს, სადაც 1894 წლამდე მსახურობდა. ეს ეკლესია, 1855 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენდა. 1869 წელს კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო სკოლა, სადაც მიხეილ ყულოშვილი ასწავლიდა.

ამ სკოლას "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" აფინანსებდა. 1888 წლის მონაცემებით, კახის სკოლაში 75 მოსწავლე სწავლობდა, მიხეილ ყულოშვილის ხელფასი კი წელიწადში 300 მანეთს შეადგენდა. 1870 წლიდან 1918 წლამდე მიხეილ ყულოშვილი საინგილოში მღვდელმსახურებას ეწეოდა. ამ პერიოდში მან ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ღვთისმსახურების გარდა, მიხეილ ყულოშვილი სამედიცინო საქმიანობასაც ეწეოდა. ხალხურ მედიცინაზე დაყრდნობით, მიხეილ ყულოშვილი წამლებს ამზადებდა და მოსახლეობას კურნავდა.

მღვდელი მიხეილ ყულოშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობდა 1888-1894 წლებში ქურმუხის ეკლესიის აღდგენის საქმეში. ქურმუხის ეკლესიის აღდგენა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას დიდი ხანია უნდოდა, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარება მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. 1880-იანი წლების ბოლოს, ქურმუხის ეკლესიის აღდგენის მიზნით, საინგილოს მოსახლეობამ ფულის შეგროვება დაიწყო. ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი.

მამა მიხეილი ქურმუხის ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო. ცნობილია, რომ კომიტეტის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, ბლაღოჩინ ბარნაბოვს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ვითარების შესასწავლად, ეგზარქოსმა პალადიმ საინგილოში გაგზავნა "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" სასწავლებლების ინსპექტორი ბემონაზონი ლეონიდი.  1890 წლის 11 დეკემბერს, ეგზარქოს პალადისათვის გაგზავნილ ვრცელ წერილში, ინსპექტორი ლეონიდი მღვდელ მიხეილ ყულოშვილს დადებითად ახასიათებს და მას ღირსეულ პიროვნებას უწოდებს, რომელსაც ბლაღოჩინი ბარნაბოვი დაუმსახურებლად შეურაცყოფას აყენებს.

1912 წელს მიხეილ ყულოშვილმა საკუთარი სახსრებით აღადგინა კახში, საყარულოს მთაზე, VIII საუკუნეში ქართლის მეფე არჩილის მიერ აშენებული კასრის სამების ეკლესია . 1922 წელს კასრის ეკლესია დარბეულ იქნა, შემდეგ კი მიწისძვრამ დაანგრია და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი.

1891 წელს ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ" სოფელ თასმალოში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის აშენება დაიწყო, რომელიც 1894 წლის 9 ოქტომბერს ეკურთხა . თასმალოს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 1894 წელს მიხეილ ყულოშვილი თასმალოს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს. მამა მიხეილი კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში იქ რჩებოდა. თასმალოში მოღვაწეობა მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. 1900 წლის მონაცემებით, თასმალოს მართლმდიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა, რომელთა შორის 38 მამრობითი, ხოლო 25 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო . ასეთ რთულ პირობებში და შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს

აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ მამა მიხეილთან ერთად თასმალოში პერიოდულად ჩადიოდა მამა ლეონიდი (ოქროპირიძე), რომლის ქადაგებების შედეგად სოფელ თასმალოს რამდენიმე კომლი კვლავ მამაპაპისეულ სარწმუნოებას დაუბრუნდა. 1918 წელს, სოფელ თასმალოს ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი, წირვის დასრულების შემდეგ, ფანატიკოსებმა მოტყუებით ტყეში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს, რის შედეგაც იგი გარდაიცვალა. მიხეილ ყულოშვილი ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალა.

 

კარიბჭე





მსგავსი სიახლეები
28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს ფერისცვალებაა
"წმინდა გიორგიც ხომ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის გველეშაპი, რომელი მან განგმირა" - მეუფე შიო
დაგვიანებული მიმართვა წმინდა სინოდისადმი
დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 28 სექტემბერს, გამთენიისას საქართველოდან ინდოეთში წააბრძანებენ
11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს
„კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია“
რა დატვირთვა აქვს პირჯვრის გამოსახვას? - ეს ყველამ უნდა იცოდეს
19 აგ­ვის­ტოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო უფ­ლის ბრწყინ­ვა­ლე ფე­რი­ცვა­ლე­ბას დღე­სას­წა­უ­ლობს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს
„მან ჩემი სახელით ისაუბრა მრავალი ცილისწამება და სიცრუე, მიზანმიმართულად მიაყენა შეურაცხყოფა საპატრიარქოს, წმინდა სინოდს და ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს
„მოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქობას – ეს მკრეხელობაა“
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას“
`ზოგიერთმა პიროვნებამ საფრთხე დაინახა სიტყვებში - „პატრიარქის მოსაყდრედ“ და არა „საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ“
რა საკითხებზე იქნება საუბარი 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე
რა საკითხებზე იქნება საუბარი 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე
მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე ილია მეორემ ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდებიც მოიხსენია
1 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს