დინამო წყალბურთს დაუბრუნდა

თბილისის ივენთჰოლმა გუშინ წყალბურთის კლუბის დინამოს პრეზენტაციას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამო წყალბურთს 22-წლიანი შესვენების შემდეგ წლის დასაწყისში დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა.



გუშინდელ პრეზენტაციაზე, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ვეტერანი წყალბურთელები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, დინამოს მესვეურებმა დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის მულტიფუნქციური საწყლოსნო კომპლექსის მშენებელობაზე, რომლის აგებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. დინამოს პრეზენტაციას დაესწრო თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვეტერანი ფეხბურთელი და დინამოელი კახი კალაძეც.



დინამოს დამფუძნებლები საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრები ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი და მიხეილ ბაღათურია არიან. გუშინ მათ ვეტერანი დინამოელები და ქართული წყალბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავები სპეციალური დიპლომებით და პრიზებით დააჯილდოვეს, მათ შორის რევაზ ჩომახიძე, მიხეილ გიორგაძე, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ზურაბ ჩაჩავა, ალექსანდრე ბითაძე...



წყალბურთის კლუბი დინამო 1938 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. 1960 და 1962 წლებში დინამომ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1958, 1959, 1964 და 1966 წლებში კი პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა. 1963 წელს დინამოელებმა სსრკ 8 უძლიერესი კლუბის საკავშირო ტურნირში გაიმარჯვეს.





მსგავსი სიახლეები
საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებულების გამოვლენა გრძელდება
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის თამაშები გრძელდება
„ეს არის წინასწარ დაგეგმილი და მართული პროცესი, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი მართავს“
„ვინ დგას დავით ქევხიშვილის უკან? ყველამ კარგად რომ ვიცით და არავინ ხმამაღლა არ ვსაუბრობთ ამაზე“
შოტლანდია ტიერ1-ის პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ბორჯღალოსნებთან ტესტ-მატჩს გამართავს!
დედაქალაქის მერმა ქართველ სპორტსმენს ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდება მიულოცა
„ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს“
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება
ძიუდოისტების პროტესტი: ეს ადამიანი არ ქმნის ჯანსაღ სიტუაციას, ეს ადამიანი მართავს ერთპიროვნულად
„ბიჭებს არ შეეხოთ, ეს სასახელო, ერის სიამაყე ბიჭები არ ჩაითრიოთ თქვენს ომში!“
ნაზი პაიკიძე ქალთა შორის ჭადრაკში აშშ-ის ჩემპიონი მეორედ გახდა!
ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა
„დავით ქევხიშვილი ანადგურებს ქართულ ძიუდოს და მომკითხავი არავინ არის, გადაამოწმეთ, ფედერაციიდან თანხები სად მიდის“
ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ევროპული ტურნირი
IOC-ი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარებას მხარს უჭერს
მინისტრმა ახალგაზრდა სამბისტებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა
მერაბ დვალიშვილის ღამის საუკეთესო ბრძოლა და 50 ათასი დოლარი - ქართველი მებრძოლის ამერიკული წარმატება
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და სერბული "მეგა ბიმაქსის" 18 წლის ცენტრი, გოგა ბითაძე წელს NBA-ს დრაფტზე დადგება
"მსგავსი რამ ჩემს კარიერაში არასოდეს მომხდარა"-რონალდუ