მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დასრულებულ მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე,  საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.



ევროპის გუნდური ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გათამაშდა. ქართველმა ქალებმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს და 14 ქულით ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.


დასკვნით ტურში ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლო - 3.5:0.5, რამაც ჩვენს გუნდს საბოლო  ჯამში მეორე საპრიზო ადგილი მოუტანა. პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე  13 ქულით უკრაინის გუნდი გავიდა.


საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ვებ-საიტის ცნობით, ქალთა ნაკრების წევრებმა პირად დაფებზეც წარმატებით ითამაშეს: ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ ინდივიდუალურ დაფებზე ოქროს მედლები მოიპოვეს, ლელა ჯავახიშვილმა კი ვერცხლის მედალი.



საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება
ტოჩინოშინმა კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია
მიხეილ გიორგაძემ გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა
„გულითა და სულით გილოცავთ ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას,"-ტარო კონო მიხეილ ჯანელიძეს
"სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენსა და ევროპის ჩემპიონს- ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო
ლევან გორგაძე, მეტსახელად ტოჩინოშინი პირველი ქართველია, ვინც სუმოში ჩემპიონი გახდა და იმპერატორის თასი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს
ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია
ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს
თიბისი რაგბის სერიები იწყება