საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს.


არაერთ ახალბედასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ევროლიგის მოთამაშეები - გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი). საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს პასპორტს ფლობს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას ბოლო 2 წელია, იცავს. ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას აღნიშნულ პრეს-რელიზში გაეცნობით.


ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში. გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს - იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით მათი ადგილები დაიკავეს „ოლიმპის“ მწვრთნელმა, დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი კალათბურთელი იყო და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ლიმნიატისმა მუშაობა მწვრთნელად დაიწყო.


 გასულ სეზონში ის ბერძნული პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. სამწვრთნელო შტაბში, ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებენ უცხოელი სპეციალისტები - სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიხომირ ბუიანი.


შეიცვალა ფიზმომზადების მწვრთნელიც. დამსახურებული ავთო ბერიძის ადგილი ახალგაზრდა სპეციალისტმა - ირაკლი შიოშვილმა დაიკავა. ბერიძე მუშაობას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გააგრძელებს. ექიმთა შტაბს კვლავინდებურად თემურ ხვედელიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ზურა სულეიმანაშვილი დაეხმარება.

 

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს 12 ნოემბერს, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. ილიას ზუროსი გუნდს 20 ნოემბრამდე ავარჯიშებს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და 24 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს.

საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს და ფიბას მიერ გამოყოფილი სანაკრებო ფანჯრის მეორე შეხვედრას გასული ევრობასკეტის ვერცხლისმედალოსან სერბეთთან გამართავს.


შეგახსენებთ, შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიისა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც გახლავთ. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო ფანჯრები თებერვალში და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი #FIBAWORLDCUP2019

24 ნოემბერი, 2017

გერმანია - საქართველო

ქემნიცი, გერმანია

27 ნოემბერი, 2017

სერბეთი - საქართველო

ბელგრადი, სერბეთი

23 თებერვალი, 2018

ავსტრია - საქართველო

ავსტრია

25 თებერვალი, 2018

საქართველო - გერმანია

თბილისი, საქართველო

29 ივნისი, 2018

საქართველო - სერბეთი

თბილისი, საქართველო

2 ივლისი, 2018

საქართველო - ავსტრია

თბილისი, საქართველო

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისში, ევროპის ძალისმიერ ჩემპიონატში კომპანია QNET-ის წარმომადგენელი მონაწილეობდა
ძმების ტრიუმფი ბუქარესტში - ავთო და ნიკა კენჭაძეები მსოფლიოს ჩემპიონები არიან
ისტორიული შედეგი - საქართველოს სახელით მოასპარეზე მორის ყვითელაშვილმა გრან პრის მეხუთე ეტაპზე ვერცხლის მედალი მიიღო
ქართველმა რაგბსტებმა სამოა 27:19 დაამარცხეს
ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ჰააგის გრან-პრის გამარჯვებულია
ხობელი ფალავანი ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
პირველად კავკასიის მასშტაბით სკეფ-უმასპინძლებს თბილისის პირველ საერთაშორისო ტურნირსა და სემინარს კენდოში
კიდევ ორი ოქრო სამბოში - ელენე ქებაძე და ბექა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები არიან
ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა
ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და აშხაბადში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
სამბისტი ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
„ვხედავ ბევრ ცვლილებას და მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს, რომ ქვეყანა ასე განვითარდა”
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია
გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ვითიბი ბანკის თასზე, საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში, ჩატარდა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვია ანგარიშით 0:3 დაამარცხა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა
„დავივიწყოთ სტერეოტიპი - ქართველია და დარდიმანდი, ნიჭერია, მაგრამ ზარმაცი, სხვისი ბრალია და ასე შემდეგ - ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ჩვენი ნამდვილი სახე - წინ, ნიკა!“
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP ტურნირის გამარჯვებულია!