ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა

28 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა გაიმართა, ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით შედგა.ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს მონაწილეობას  1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებს. ღონისძიება საზეიმოდგახსნადა შეკრებილ ბავშვებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

ოლიმპიადა 9 სპორტის სახეობას აერთიანებს, ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში იმართება.


2017 წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადას უმასპინძლა ქუთაისმა, ხოლო 2018 წელს ეს საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რის აღსანიშნავადაც სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა სიმბოლურად ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს კახა კალაძეს გადასცა. 


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.


ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა:


 

,,ვითიბი ბანკი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს, ჩვენ ხუთი სპორტული ფედერაციის და  ასევე ეროვნული ნაკრებების სპონსორები ვართ. ამასთან ერთად დიდი სურვილი გვქონდა, კიდევ უფრო მეტად  დაგვეჭირა მხარი საბავშვო სპორტის განვითარებისთვის საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის. სასკოლო  ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა მოზარდებისთვის, რომელიც საქართველოში იმართება, ამიტომ გადავწყვიტეთ გენერალური სპონსორობა გაგვეწია მათთვის."





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება
ტოჩინოშინმა კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია
მიხეილ გიორგაძემ გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა
„გულითა და სულით გილოცავთ ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას,"-ტარო კონო მიხეილ ჯანელიძეს
"სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენსა და ევროპის ჩემპიონს- ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო
ლევან გორგაძე, მეტსახელად ტოჩინოშინი პირველი ქართველია, ვინც სუმოში ჩემპიონი გახდა და იმპერატორის თასი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს
ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია
ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს
თიბისი რაგბის სერიები იწყება