ვისთვის იქნება დეკემბერი სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე

დეკემბრის დადგომა ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერებაში რომანტიკასთან ასოცირდება. საახალწლოდ ყველაზე სკეპტიკური ხალხიც კი ელის ხოლმე სასწაულებს და ჯადოსნობას. ამ მხრივ არც წლევანდელი დეკემბერი იქნება გამონაკლისი. ასტროლოგიური თვალსაზრისით, დეკემბრის თვე იმის გათვალისწინებით, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა მშვილდოსნის ნიშანს გაივლის საკმაოდ პერსპექტიულია მოკლევადიანი ფლირტისა და ლამაზი ურთიერთობების დასაწყებად. ასე რომ, განეწყვეთ რომანისთვის და ქვემოთ კონკრეტული პროგნოზიც მოისმინეთ იმის შესახებ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის ამ თვეში თავბრუდამხვევი სასიყვარულო ურთიერთობა. 


დეკემბრის პირველ ნახევარში, როცა ვენერა სრული კურსით იმოძრავებს მშვილდოსანში ახალი რომანის დაწყების შანსი გაუჩნდებათ ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს. ასევე უმართლებთ მორიელებს, თხის რქებსა და კირჩხიბებს. მათთვის შესაძლოა ზუსტად ამ პერიოდში გამოიმეტოს კოსმოსმა იდეალურ პარტნიორთან ნაცნობობის შანსი, რომელიც აუცილებლად ოჯახის შექმნით დაგვირგვინდება. 



შედარებით რთული პერიოდია პირადი ურთიერთობების მხრივ ტყუპის, თევზების, ქალწულისა და კუროს ნიშნით დაბადებულთათვის. ამ ადამიანების ცხოვრებაში შესაძლოა დიდი ხნის დაგროვილმა წყენამ გადაფაროს გულწრფელი ემოციები. გარდა ამისა, დეკემბერი მათ ცხოვრებაში ძველი რომანების უშედეგოდ რეანიმირების მოთხოვნილებასაც მოიტანს, რაც დამერწმუნეთ არ გახლავთ კარგი იდეა. იმიტომ რომ, რეალურად ამ პერიოდში სასურველი გვეჩვენება სასარგებლოდ. შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტი ზემოხსენებული ნიშნებისთვის დროებითი "ტაიმ-აუტის" აღება და განმარტოება იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად გაიაზროთ თქვენი ემოციები და წარსულის შეცდომებზეც მოახერხოთ დაფიქრება. 



რაც შეეხებათ მერწყულებსა და სასწორებს, მათთვის იშვიათი გამონაკლისის გარდა დეკემბრის თვე მშვიდად ჩაივლის სასიყვარულო კავშირების კუთხით. უფრო მეტიც, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების დიდ ნაწილს დეკემბერში პირად ცხოვრებაზე მეტად, პროფესიული საკითხები ექნება მნიშვნელოვნად წინ წამოწეული დღის წესრიგში.





მსგავსი სიახლეები
რაში მდგომარეობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ გაზაფხულზე თავბრუდამხვევი სიყვარული ელის
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 თებერვალი
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა გემი იძირება
როგორ დავუმეგობრდეთ მარტივად ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს
რა სირთულეები ელის ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს 2018 წელს
როგორ უნდა შევხვდეთ 2018 წელს რომ ყვითელმა ძაღლმა წარმატება დაგვაბედოს
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლისთვისაც 2018 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან (ვიდეო)
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეხერხებათ გარშემო მყოფების მართვა და მანიპულირება
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვისთვის იქნება დეკემბერი სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვის ელოდება წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რა არის თქვენი ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით