ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!


ანასტასიამ ორჭიდის ჯამში 265კგ დაძლია (ატაცი - 120კგ; აკვრა - 145კგ) და მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჩილელ მარია ფერნანდა ვალდეს პარისს. დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმიერი სანტანა პეგუერო 254კგ-თი მესამე ადგილზე გავიდა.


გოტფრიდის ოქროს მედალი მეორეა გიორგი ასანიძის გაწვრთნილი ძალოსანთა ნაკრებისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შოთა მიშველაძემ (62კგ).


6 დეკემბერს, გამთენიისას, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105კგ) შეეცდება. ის ფიცარნაგზე თბილისის დროით 5:25 საათზე გავა.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება
ტოჩინოშინმა კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია
მიხეილ გიორგაძემ გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა
„გულითა და სულით გილოცავთ ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას,"-ტარო კონო მიხეილ ჯანელიძეს
"სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენსა და ევროპის ჩემპიონს- ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო
ლევან გორგაძე, მეტსახელად ტოჩინოშინი პირველი ქართველია, ვინც სუმოში ჩემპიონი გახდა და იმპერატორის თასი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს
ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია
ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს
თიბისი რაგბის სერიები იწყება