ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეხერხებათ გარშემო მყოფების მართვა და მანიპულირება

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც სხვების დარწმუნების გასაოცარი ნიჭი აქვს. ასეთი ხალხი ძალზე ხშირად იკავებს საპასუხისმგებლო პოსტებს მნიშვნელოვან სტრუქტურებში. ყველაფერის მიზეზი კი მათი მაგნეტიზმი და ფსიქოლოგიური ზეწოლის გასაოცარი უნარია გარშემო მყოფებზე. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთაც ყველაზე ხშირად გააჩნიათ სხვებზე ზემოხსენებული მანიპულაციის, მართვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ნიჭი. 



ლომი - თანდაყოლილი მოთხოვნილება გააჩნია სხვებზე აიღოს პასუხისმგებლობა და ზოგადად, იყოს ლიდერი. ლომებს გამოკვეთილი "ეგო" გააჩნიათ. ამიტომ ზუსტად სხვებზე გავლენის მოხდენითა და პასუხისმგებლობების აღებით ახერხებენ ისინი, ეგოს სრულფასოვნად დაკმაყოფილებას. კიდევ ერთი, ლიდერული ნიშნის - ვერძისგან განსხვავებით, ლომი აღმერთებს მომენტს, როცა სხვები მის ქმედებაზე არიან დამოკიდებული. ამიტომ შესანიშნავად შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა და ისეთი იმიჯის "გამოძერწვა", რომელიც გარშემო მყოფებში შიშისა და მოწიწების გრძნობას იწვევს. 



მორიელი - მისი მისწრაფება, ფარული ლიდერის როლით შემოიფარგლება. ლომისგან განსხვავებით მორიელები არასოდეს იწონებენ თავს საზოგადოების წინაშე საკუთარი იმიჯით. ამ ხალხს "კულისებსმიღმა თამაში" უფრო ეხალისება. მორიელს გასაოცარი ფსიქოლოგიური ალღო, კარგი ინტუიცია და სიფრთხილე გააჩნია. ამიტომ ადამიანების ცნობა ხშირ შემთხვევაში არასოდეს ეშლება. შესაბამისად, კარგად ხედავს სისუსტეებსაც და ზუსტად იცის, როგორ და რა სახით განახორციელოს ზეწოლა გარშემო მყოფებზე საიმისოდ, რომ თავისას მიაღწიოს. 



მერწყული - მეთოდები, რომლითაც მერწყული საზოგადოების მართვასა და "პარალიზებას" ახდენს ხშირად ერთობ კრეატიული და არაორდინალურია. ლომის ზოდიაქოს მსგავსად მერწყულებსაც არანაკლებ უყვართ ლიდერობა და სიტუაციის ბატონ-პატრონის როლის თამაში. თუმცა, მათი "სვლა" ლიდერის პიზიციისკენ, არა დიქტატის არამედ საყოველთაო მეგობრობისა და კოლეგიალობის საფუძველს ემყარება. მერწყულმა კარგად იცის მასის ფსიქოლოგია (პლანეტა ურანი, რომელიც მერწყულს მართავს ჯგუფურობის, კოლექტივიზმის სიმბოლოა). ამასთან ერთად, თანამმართველი სატურნის გავლენით მერწყული ჯიუტი და პატივმოყვარეა. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ხერხებით კარგად ახერხებს მიიღოს სასურველი მასებისგან. ოღონდ მშვიდობიანი მეთოდებით და კონფლიქტების გარეშე.





მსგავსი სიახლეები
რაში მდგომარეობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ გაზაფხულზე თავბრუდამხვევი სიყვარული ელის
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 თებერვალი
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა გემი იძირება
როგორ დავუმეგობრდეთ მარტივად ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს
რა სირთულეები ელის ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს 2018 წელს
როგორ უნდა შევხვდეთ 2018 წელს რომ ყვითელმა ძაღლმა წარმატება დაგვაბედოს
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლისთვისაც 2018 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან (ვიდეო)
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეხერხებათ გარშემო მყოფების მართვა და მანიპულირება
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვისთვის იქნება დეკემბერი სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვის ელოდება წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რა არის თქვენი ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით