“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს

20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე გასამართ  ნბა- რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს გოლდენ  სტეიტი და მემფისი დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head“ დარიგდება. თამაშის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნ ქართულანსამბლ შვიდკაცაშეასრულებს, დიდ შესვენებაზე კი 3 ქართულ სიმღერაიმღერებს. ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა- ჩემპიონმასაქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, შვიდკაცა კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და გოლდენ სტეიტის პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა. ნბა- მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა - თასზე პასუხისმგებელი პირი, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელიც გუნდის და ნბა- ვარსკვლავის სტეფ კარის პირადი ოპერატორი გახლავთ და ჩვენს ქვეყანაში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა. ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს “გოლდენ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.


 

დავით ნოზაძე (შვიდკაცა): აგვისტოში აქტიურად ვიყავით ჩართული ღონისძიებებში, რომელიც ნბა- საჩემპიონო თასის საქართველოში მოგზაურობას მიეძღვნა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, გოლდენ სტეიტისპრესსამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც ზაზა ფაჩულიას თბილისში ჩამოჰყვა და თავად ზაზამაც გამოთქვეს სურვილი, რომ 20 დეკემბერს გოლდენ სტეიტი მემფისის მატჩზე გვემღერა, რომელზეც ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშოები დარიგდებოდა. ცხადია, შემოთავაზებას ჩვენგან მაშინვე თანხმობა მოჰყვა, რის შემდეგაც გვთხოვეს ამერიკის ჰიმნის ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულება და ოკლენდში გაგზავნა. ჰიმნი გოლდენ სტეიტის პრეზიდენტმა მოისმინა და მიწვევაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ქართველი გულშემატკივრის და მსმენელის წარმატება და ცხადია ზაზა ფაჩულიას მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგი. სწორედ ზაზას დამსახურებაა ჩვენი იქ მოხვედრა. ქართველი ცენტრი მართლაც საოცარი მოთამაშე და ადამიანია.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება
ტოჩინოშინმა კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია
მიხეილ გიორგაძემ გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა
„გულითა და სულით გილოცავთ ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას,"-ტარო კონო მიხეილ ჯანელიძეს
"სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენსა და ევროპის ჩემპიონს- ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო
ლევან გორგაძე, მეტსახელად ტოჩინოშინი პირველი ქართველია, ვინც სუმოში ჩემპიონი გახდა და იმპერატორის თასი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს
ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია
ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს
თიბისი რაგბის სერიები იწყება