ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლისთვისაც 2018 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება

ყვითელი ძაღლის წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო დარჩა. რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე ზოდიაქოს ყველა ნიშანმა უნდა დაასრულოს ძველი საქმეები, რათა ახალ წელიწადს „ვალებით“ არ შეხვდეს. საინტერესოა, ვის და რას მოუტანს ძაღლის წელიწადი და ვისთვის იქნება გარდამტეხი.

 

 ტყუპები

ზოგადად, ტყუპები საკმაოდ არასტაბილური, ჰიპერემოციონალური და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მუდმივ ქაოსში ცხოვრობს და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაც შემთხვევით ხდება.

 

მართალია, ტყუპებს ხშირად ეცვლებათ განწობა და თითქოს, ერთი ნახევარი არასდროსაა კმაყოფილი ცხოვრებით და ყოველთვის მოწყენილია, მაგრამ მეორე -საკმაოდ თავქარიანი ნახევარი, ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამს და ყველგან გასართობს ეძებს.

 

2017-ის ბოლო და 2018 წლის დასაწყისი, სწორედ ტყუპების ოპტიმისტ ნახევარს გაახარებს, რადგან წლის ბოლო აუცილებლად პოზიტიური ემოციებით იქნება დატვირთული, ახალი კი – უზარმაზარ სიხარულს მოგიტათ, ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ და იმ ადამიანსაც შეხვდებით, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით.

 

ლომი

ლომი საკმაოდ თვითკმარი ზოდიაქოს ნიშანია, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი სხვებზე კარგად იცის, სხვებზე უკეთესია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა. ზოდიაქოს ამ ნიშანს ხშირად უჩნდება პრობლემა ადამიანებთან ურთიერთობისას და მაქსიმალურად ცდილობს იმ ადამიანების შემოკრებას, ვინც მის გაგებას და პატივისცემას შეძლებს.

 

ლომებისთვის ძაღლის წელი მეტად საინტერესო და იღბლიანი იქნება, რომელიც რომანტიკული თავგადასავლით დაიწყება და წარმატებული ქორწინებით დასრულდება. რაც მთავარია, ლომი საბოლოოდ მაინც შეძლებს საკუთარი ქედმაღლობის დაძლევას, გარშემომყოფებთან საერთო ენის მონახვას და განაწყენებული ახლობლების შემორიგებას.





მსგავსი სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე ჰარმონიული, კეთილი და ოპტიმისტი ნიშანი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ჯიუტი ადამიანები
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები მეგობრობენ ყველაზე უკეთ
გურმანთა ასტროლოგია - ანუ როგორია თქვენი იდეალური სადილი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 მარტი - 1 აპრილი
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას ამბობს შენი ზოდიაქოს ნიშანი შენს ქალურ იმიჯზე
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 5–11 მარტის პერიოდში
მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რით შეგიძლიათ მოინადიროთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის გული
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
რაში მდგომარეობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ
13თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ გაზაფხულზე თავბრუდამხვევი სიყვარული ელის
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 თებერვალი
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა გემი იძირება
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი