მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ

ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის“ მიერ გულშემატკივრებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, welcome2018.com-ზეა ნათქვამი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებსაც ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ შეეძლებათ. 



როგორც ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე დასასწრებად ფეხბურთის გულშემატკივარს დასჭირდება მხოლოდ მატჩის ბილეთი და მაყურებლის პერსონიფიცირებული ბარათი - „გულშემატკივრის პასპორტი“ (FAN ID). 



გულშემატკივრის ბარათი გაიცემა კონკრეტულ მაყურებელზე და აუცილებელია მატჩზე დასწრების ყველა მსურველისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის. 



უცხოელებისთვის „გულშემატკივრის პასპორტი“ რუსეთში უვიზო შესვლის უფლებას იძლევა. „გულშემატკივრის პასპორტის“ ერთჯერადი აღება საკმარისია ჩემპიონატის ყველა მატჩზე დასასწრებად, რომელზეც მაყურებელს ბილეთი აქვს შეძენილი.



აღსანიშნავია, რომ „გულშემატკივრის პასპორტის“ მიღება შეიძლება როგორც ინტერნეტით, ოფიციალურ საიტზე, ისე რუსეთის ქალაქებში საგანგებოდ გახსნილ ცენტრებში.



მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება
ტოჩინოშინმა კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია
მიხეილ გიორგაძემ გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა
„გულითა და სულით გილოცავთ ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას,"-ტარო კონო მიხეილ ჯანელიძეს
"სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენსა და ევროპის ჩემპიონს- ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო
ლევან გორგაძე, მეტსახელად ტოჩინოშინი პირველი ქართველია, ვინც სუმოში ჩემპიონი გახდა და იმპერატორის თასი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს
ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია
ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს
თიბისი რაგბის სერიები იწყება