"საქმე გვაქვს ცინიკოს „ბარიგებთან“, მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პოროშენკო იტყუება"-მიხეილ სააკაშვილი

როდესაც შარშან უკრაინაში ვბრუნდებოდი, ვიცოდი იმ რისკების შესახებ, რაც მელოდებოდა. ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ, რომ ჩემს შანტაჟს დაიწყებდნენ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში.



„ამ მომენტისთვის სადღაც ხუთ საქმეზეა საუბარი, რომელიც მე მეხება, როგორც ან ეჭვმიტანილს ან მოწმეს. როდესაც მე უკრაინაში ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ ყველაფერ ამას მომიწყობდნენ. მე მშვენივრად ვიყავი. ლეგალური სტატუსი მქონდა აშშ-ში, ასევე ევროპულ ქვეყანაში, ნებისმიერ მომენტში შემეძლო ჰოლანდიის მოქალაქეობა მიმეღო. თუმცა, არ შემეძლო უმოქმედოდ ყოფნა და იმის ყურება თუ როგორ კლავენ ესენი ქვეყანას. ხალხს ზოგჯერ არ სჯერა ამის, ვინაიდან 25 წლის განმავლობაში არ უნახავთ ასეთი პოლიტიკოსი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 



მისი თქმით, ხალხმა მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იტყუება.



„ჩვენ საქმე გვაქვს ძალზე ცინიკოს „ბარიგებთან“. ისინი მიეჩვივნენ იმას, რომ ხალხი ყველაფერს გადაიტანს და ყველაფერს დაივიწყებს. პოროშენკო მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მას ყველაფერი გაუვა. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ პოროშენკო იტყუება. მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის მხრიდან უკრაინას შეუწყვიტეს დაფინანსება. პოროშენკოს კი ახლა სურს ამ დაფინანსების აღდგენა, რათა უფრო მეტი მოიპაროს“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი – ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება
”მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც!" - მიხეილ სააკაშვილი
თვითმფრინავ Ан-148-ის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"დაკავების შემდეგ ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ"
,,სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ" - ვლადიმერ ჟირინოვსკი
"დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ“-მიხეილ სააკაშვილი
სად იგეგმება მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია?
მიხეილ სააკაშვილი დააკავეს? (ვიდეო)
"მიხეილ სააკაშვილის გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს"-პეტრო პოროშენკო
ილონ მასკის კოსმოსური სიმბოლიზმი
,,იქ უკვე ვეღარ გავაგრძელებდით ცხოვრებას...“ - სად გადავიდა საცხოვრებლად მიხეილ სააკაშვილი?!
კიევში, იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული
ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა, 150 ადამიანი დაკარგულად ითვლება
მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა
"ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა გვსურს, სხვა ვარიანტი არ გვაწყობს"-ერდოღანი
"მაქვს მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ და უნდათ, რომ ის ჩამომართვან"
,,მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს სასკოლო განათლება მიიღოს" - გაერო-ს ბავშვთა ფონდი
"საქმე გვაქვს ცინიკოს „ბარიგებთან“, მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პოროშენკო იტყუება"-მიხეილ სააკაშვილი
რა იდო ცისფერ ყუთში, რომელიც, მეუღლის ინაუგურაციის დღეს, მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გადასცა
ანჯელინა ჯოლი ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში მისი ჩანთაც კი მოხვდა