,,მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს სასკოლო განათლება მიიღოს" - გაერო-ს ბავშვთა ფონდი

მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს სასკოლო განათლება მიიღოს. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მოხსენებაშია ნათქვამი. 



ფონდის სპეციალური პროგრამების დირექტორის მანუელ ფონტენის განცხადებით, ყველაზე დიდ შეშფოთებას კონფლიქტურ რეგიონებში სკოლებზე გახშირებული თავდასხმები იწვევს. მხოლოდ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმების შედეგად მოკლულია 2300 მასწავლებელი და განადგურებულია 1400 სკოლა.



ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 24 ქვეყანაში, სადაც სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია 6-14 წლის ასაკის 27 მილიონამდე ბავშვი. 



გაერო-ს ბავშვთა ფონდის ექსპერტების განცხადებით, იმისათვის, რომ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ყველა ბავშვმა სკოლაში სწავლა შეძლოს, ყოველწლიურად დამატებით 340 მილიარდი დოლარია საჭირო.





მსგავსი სიახლეები
ახალდაქორწინებულებმა ეკლესიის კიბეებზე ერთმანეთს აკოცეს
“ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება”
„იქ აღარაფერი გვესაქმება, ჩვენ ევროპისკენ ვიწყებთ მოძრაობას“
ტეხასის სკოლაზე თავდამსხმელი განმარტავს, თუ რა ნიშნით აარჩია სამიზნეები
სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო კუბაში გლოვა გამოცხადდა
პუტინს სურს, რუსების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდოს - რამდენ წელს ცოცხლობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
26 აპრილს, ასტანაში, საერთაშორისო პოლიტოლოგიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც, საქართველოც მონაწილეობდა
ბრიტანეთის პოლიციას საკმაოდ ბევრი მეთოდი აქვს, რომ კლუბში ნარკორეალიზაციის ფაქტები გამოავლინოს, რასაც კლუბისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა და დახურვა მოჰყვება
„ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ძებნილი ლიდერი ახლახან დააკავეს!“
გერმანიის სასამართლომ მასწავლებელს სკოლაში ჰიჯაბით სიარული აუკრძალა
ბრიუსელის რკინიგზის სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა
,,ბატონო ტრამპ, არაფერი გამოგივათ!“ - ალი ხამენეი - დონალდ ტრამპს
ისრაელმა სირიაში, დამასკოს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ფრანგებმა, გერმანელებმა და იტალიელებმა მსოფლიოს უძლიერესი ლიდერი დაასახელეს
ვინ წარადგინა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრემიერის პოსტზე
გამოიცანი რომელი ქალაქია ფოტოზე Wings For Life World Run – ის მარათონის შემდეგ?
„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ტერაქტების სერიას გეგმავს
"თურქეთს არასოდეს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანების იდეაზე"- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
რა ხდება რუსეთში "XXI საუკუნის რუსეთის მეფის" ინაუგურაციამდე
ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა - ახალი გზა დიქტატურის გამყარებისკენ?