მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა

6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.


„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.


მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.



ჩერნოლუცკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ხელისუფლების სურვილს „გაასუფთაოს“ პოლიტიკოსის სტატუსი და საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინოს.





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი – ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება
”მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც!" - მიხეილ სააკაშვილი
თვითმფრინავ Ан-148-ის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"დაკავების შემდეგ ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ"
,,სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ" - ვლადიმერ ჟირინოვსკი
"დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ“-მიხეილ სააკაშვილი
სად იგეგმება მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია?
მიხეილ სააკაშვილი დააკავეს? (ვიდეო)
"მიხეილ სააკაშვილის გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს"-პეტრო პოროშენკო
ილონ მასკის კოსმოსური სიმბოლიზმი
,,იქ უკვე ვეღარ გავაგრძელებდით ცხოვრებას...“ - სად გადავიდა საცხოვრებლად მიხეილ სააკაშვილი?!
კიევში, იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული
ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა, 150 ადამიანი დაკარგულად ითვლება
მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა
"ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა გვსურს, სხვა ვარიანტი არ გვაწყობს"-ერდოღანი
"მაქვს მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ და უნდათ, რომ ის ჩამომართვან"
,,მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს სასკოლო განათლება მიიღოს" - გაერო-ს ბავშვთა ფონდი
"საქმე გვაქვს ცინიკოს „ბარიგებთან“, მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პოროშენკო იტყუება"-მიხეილ სააკაშვილი
რა იდო ცისფერ ყუთში, რომელიც, მეუღლის ინაუგურაციის დღეს, მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გადასცა
ანჯელინა ჯოლი ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში მისი ჩანთაც კი მოხვდა