მიხეილ გიორგაძემ გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა

გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.  6 თებერვალს სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი  კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ გიორგაძემ და კანადური სამშენებლო კომპანიის „ბეჰლენ ინდასთრი“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პოლ კანინგემმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ  დაათვალიერეს.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,  გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები.

 

სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს აღწევს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება.  

 

“გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. სამივე ქალაქში მშენებარე სპორტული ობიექტები მრავალფუნქციური სპორტული დარბაზებია, რომლის მშენებლობას კანადური ფირმა „ბეჰლენ ინდასთრი“ ახორციელებს. 


საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ფარგლებში, თავად კომპანიამ დააფინანსა ამ ობიექტების მშენებლობაც და მოიზიდა საჭირო საკრედიტო რესურსი. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და კანადური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში. 


დიდი მადლობას ვუხდი კომპანიის მფლობელს და პრეზიდენტს, პოლ კანინგემს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტის ხელმისაწვდომობა და მასობრიობის გაზრდაა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასიცოცხლოდ აუცილებელია. ხოლო, როდესაც ჩვენ გორზე ვსაუბრობთ, ამ ქალაქს და ზოგადად, ამ რეგიონის სპორტულ ტრადიციებს ნამდვილად ეკუთვნის  მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ობიექტი,“ - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური თანამედროვე სპორტული ობიექტები  კანადური კომპანიის „ბეჰლენ ინდასთრი“ მიერ შენდება, რომელიც წარმოადგენს ფართომალიანი ნაგებობების უმსხვილეს მწარმოებელს კანადაში. კომპანია აღიარებული ლიდერია ასაწყობი ფოლადის შენობების დამზადების სფეროში გლობალური მასშტაბით და მას დიდი გამოცდილება გააჩნია.

 

ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პროექტი დაფინანსდა ბეჰლენის მიერ, რომელმაც პროექტისთვის საჭირო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი თავად უზრუნველყო.

 

პროექტი საფუძველს უყრის საქართველოსა და კანადას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას, და მისი წარმატება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში კანადური ინვესტიციების ზრდის სამომავლო გარანტიაა. ხელშეკრულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანიას BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა.

 

პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მშენებარე სპორტულ ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი. 

 

 





მსგავსი სიახლეები
სპორტული ბიზნესი საქართველოში
„ მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ“
ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონია
ადამ ოქრუაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა
გურამ თუშიშვილმა ზაგრების გრანპრი მოიგო
ავთანდილ ჭრიკიშვილმა, იძულებითი პაუზის შემდეგ, ზაგრების გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გახდა
ტოჩინოშინის პირველი მარცხი ნაგოია ბაშოზე
კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" გადავიდა
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 დასრულდა
"#იყავიაქტიურისაქართველოში ეგიდით, საინტერესო სპორტული მოვლენები დაიგეგმა - ზურაბ ბოკოლიშვილი
„ურტყით თქვენ ტაში და ესპანელებმა კაი მაყუთიც მოღუნეს!“
ევროპის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 ჩემპიონებს გამოავლენს
ქართველმა 20-წლამდელმა მორაგბეებმა შოტლანდია 39:31 დაამარცხეს
„გლდანი - 400 000 მოსახლე, ისლანდია - 348 000 მოსახლე“
ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Neymar Jr’s Five - საქართველოში პირველად გაიმართება
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იაპონია 24:22 დაამარცხეს