"ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს"

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ სხდომაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, განიხილეს სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები, ასოცირების ხელშეკრულებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

 

„ჩვენი მხრიდან, როგორც წესი, დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ევროკაშირის მხრიდან - უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი. შედგა ძალიან ხანგრძლივი, საგნობრივი განხილვა და სამოქმედო გემით დასახული ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შედეგი. ეს არის ევროკავშირის შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ჩვენი მოსახლეობისთვის მოიტანს ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს, ევროპასთან და დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გაცილებით უფრო მაღალ დონეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ასევე დავსახეთ სამომავლო გეგმები, რომლებიც მნიშვნელოვნად სცდება ასოცირების ხელშეკრულებ ით გათვალისწინებულ დღის წესრიგს, არის გაცილებით უფრო ამბიციური. ამასაც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ხვდება, რომ ჩვენ ვახორციელებთ საკმაოდ ამბიციურ, ძალიან დატვირთულ სამოქმედო გეგმას და ყველა მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების სიტუაციაზე. ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის კუთხით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და ვიმედოვნებთ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი წინადადებების განხორციელების მიმართულებითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომაზე  ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკის მიმართულებით.

 

„პოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში, კიდევ უფრო მაღალია და ვფიქრობთ, საინტერესო ახალი პროექტები გველოდება ამ მიმართულებითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობა იყოს დამუხტული და მოტივირებული ამ დღის წესრიგით, რადგან ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს კეთილდღეობამდე დაა ეს აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასევე საინტერესო შეხვედრა შედგა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერთიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს.

 

„ჩვენ შევთავაზეთ, განვიხილოთ თითოეული ცალკეული საწარმოს სერთიფიცირების საკითხი, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გატანა მანამ, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში განხორციელდება ინსტიტუციური და სისტემური რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საწარმოებისთვის მოტივაციის შექმნის კუთხით, რათა წარმატებული შემთხვევები გახდეს საჩვენებელი და მათ ასევე შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენება. პრინციპული თანხმობა მივიღეთ და ვიწყებთ პროცედურებს, რომლებიც შეგვაძლებინებს, ჩვენს მეწარმეებს მივცეთ ევროპის ბაზარზე უმოკლეს პერიოდში გასვლის საშუალება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და იმედი მაქვს, ამ პროცედურებს მალე და წარმატებით დავასრულებთ", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს
ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
"ანა დოლიძეს ჯარში ჰომოსექსუალების შეყვანა უნდოდა"
ელჩმა იან კელიმ კვალიფიკაცია დაკარგა და ამერიკას არცხვენს, ამიტომ საქართველოდან გაწვეული უნდა იქნეს! - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა
ერევანი - აზერბაიჯანის საარჩევნო, პოლიტიკური მიზანი თუ ისტორიული მიწა?!
"ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია"-გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის გადაწყვეტილებით,ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა
,,იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება" - გიორგი კვირიკაშვილი
"აშშ ჩვენს რეგიონში არსებულ სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "-გიორგი კვირიკაშვილი
დღეს, კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ თელავიდან დაიწყო
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას
"ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს"
გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
,,საქართველო და აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას ქვეყნის განვითარებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის" - მიხეილ ჯანელიძე
"აშშ განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის“-კახა კალაძე
„ვიმედოვნებ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც გააგრძელებენ ასი წლის წინათ საფუძველჩაყრილ მეგობრულ ტრადიციებს“-სიმონ კილაძე
უკრაინული ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას მოითხოვენ