მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის საბაგირო გზები მონტაჟდება

„დავიწყეთ სოფლებში „მინი" საბაგირო გზების დამონტაჟება. ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" აღმოაჩინა „მინი" საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი და არის 200-300 მეტრის სიგრძის. ჩვენ სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი - უშგულში, უშხვანარშიმაზერში და ეცერში - ზემო სვანეთში და დაბა ლენტეხში, ქვემო სვანეთში უკვე  დავამონტაჟეთ საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წამოწყება აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა. მისივე განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის.


„მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის, ასევე, ჩვენი შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ამ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში. ზაფხულში, ასევე, ვაპირებთ სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთებას. ასევე, ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ადგილობრივი ინვესტორების იმ მცირე შესაძლებლობებსაც გამოვიყენებთ, რაც მათ გააჩნიათ და სახელმწიფო, რათქმაუნდა, დაეხმარება ამ მიმართულების განვითარებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის ის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 





მსგავსი სიახლეები
„საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში“
პრეზიდენტად ივანიშვილი, პრემიერ-მინისრტად - გახარია, გადაწყვეტილია ქუმსიშვილის ბედიც, ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „დიდ ავიაციას“ გამოეთხოვება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
"ოთხჯერ მეტი ხარჯი ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი"
გაჭირვებას გაქცეული ქართველი სპორტსმენი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი გახდა!
საქართველოს ევროკომისარი მარია გაბრიელი ეწვევა
"ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება"
"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა"-ირაკლი კობახიძე
ნოდარ ხადურმა ესტონეთის კონკურენციის ორგანოს გენერალურ დირექტორს უმასპინძლა
კონფლიქტები და მშვიდობიანი თანაარსებობა: გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი მატრიცა
,,აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა" - გიორგი კვირიკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელებს
ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში
გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო
ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად სიფრთხილეს იჩენს
რა ღონისძიებები იმართება საზღვარგარეთ 26 მაისს
"ის პარლამენტი, რომელმაც ნინო ლომჯარიას ხმა მისცა, პირისაგან მიწისაა უნდა აღიგავოს!"-ნიკოლოზ მჟავანაძე
„თენგო გუნავამ მანახა ადგილი, სადაც მიშა სააკაშვილის ძეგლი უნდა დაედგათ“
„მინისტრ გახარიას მაშინ ავიყვან კახიშვილის სიმაღლეზე, როდესაც დაამთავრებს ადამიანების დიფერენციაციას“
„სამაგიეროდ, სუბუტექსი და ჰეროინი სახლში მიქონდა, ხომ არ მოაკლებდა ოჯახობას“