„გოდერძი" ამიერკავკასიაში უნიკალური და დიდი პერსპექტივის მქონე კურორტია

ზამთრის ექსტრიმი, ადრენალინი, თოვლი, სათხილამურო ტრასები, წიწვოვანი ტყეები, ალპური ზონა და საუცხოო ხედები -ეს ჩამონათვალი თუ თქვენს გემოვნებას ემთხვევა, მაშინ ზამთრის არდადეგების გასატარებლად კურორტი „გოდერძი" იდეალური ადგილია.

 

ეს საუცხოო ადგილი ბათუმიდან 110 კილომეტრში, ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1725 მეტრზე მდებარეობს. როგორც სამთო კურორტის უცხოელი ექსპერტები ამბობენ „გოდერძი" ამიერკავკასიაში უნიკალური და დიდი პერსპექტივის მქონე კურორტია, რომელიც გამოირჩევა, როგორც თოვლის სიუხვითა და ხარისხით, ასევე ყველაზე ხანგრძლივი სეზონით. აქ ზამთარი 5 თვეს გრძელდება, თოვლის საფარი კი 3 მეტრს აღწევს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კურორტს მოთხილამურეები აპრილის მიწურულსაც ესტუმრონ. გოდერძზე ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2365 მეტრია. ეს სიმაღლე და გაუკვალავ თოვლში სრიალი კი განსაკუთრებულად მიმზიდველია  ექსტრემალი მოთხილამურეებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გრძელი 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ორი - ბაბლისა და გონდოლას ტიპის საერთაშორისო სტანდარტის საბაგირო ემსახურება.

 

განთავსების ადგილები წელს და უახლოეს 2 წელიწადში

 

გოდერძიზე ამ ეტაპზე სულ 6 შალეს ტიპის 12 ადგილიანი კოტეჯი და 30 ადამიანზე გათვლილი ერთი სასტუმროა. კოტეჯები აღჭურვილია გათბობის უმაღლესი დონის სისტემითა და ყველა აუცილებელი ინვენტარით.  სასტუმრო „მეტეო" კურორტიდან 7 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. შიდა გადაადგილებისთვის კურორტის ადმინისტრაციამ წელს პირველად შესთავაზა ვიზიტორებს თოვლმავლით მომსახურება, სწორედ ამ სიახლის ხარჯზე წინა წლებთან შედარებით მიმდინარე სეზონზე თითქმის 100% გაიზარდა სასტუმროში განთავსების მსურველთა რაოდენობაც. აქამდე სასტუმროდან საბაგირომდე გადაადგილება სპეც-ტექნიკის გარეშე შეუძლებელი იყო, შესაბამისად ტურისტების უმრავლესობაც უპირატესობას კოტეჯში განთავსებას ანიჭებდა, თოვლმავალის გამოჩენამ კი სასტუმროსა და კოტეჯებზე მოთხოვნა გაათანაბრა.

 

ს ი ა ხ ლ ე ე ბ ი

 

წელს კურორტზე ბევრი სიახლეა. პირველად მოეწყო თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები, ასევე აუქციონის წესით იჯარით გადაეცა ადმინისტრაციული შენობა ერთ-ერთ მცირე მეწარმეს და კურორტზე უკვე რესტორანიც ფუნქციონირებს. პირველად გაჩნდა სივრცე მოზარდებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. გაკეთდა 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა და დამონტაჟდა ბიგელი. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა.

 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს შემდეგ უცხოელ ვიზიტორთა სამეულში გერმანია, რუსეთი და უკრაინა ლიდერობს. შემდეგ მოდიან ევროპის ისეთი ქვეყნები როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, ჩეხეთი და პოლონეთი. შედარებით მცირე რაოდენობით, თუმცა ხშირად სტუმრობენ გოდერძის ინდოეთის,ირანის ქუვეითისა და აზიის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. საერთო ჯამში 2 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

 

 

ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ე ბ ი

 

„გოდერძი" ვიზიტორთა მსგავსად, არც ინვესტორთა ნაკლებობას განიცდის. გასულ წლის აგვისტოდან დღემდე კურორტზე 9 საინვესტიციო პროექტს ჩაეყარა საფუძველი და ხელი მოეწერა პროექტს, რომლის მიხედვითაც კურორტზე 3 წლის ვადაში 9 ახალი თანამედროვე ტიპის მრავალსართულიანი სასტუმრო აშენდება, რაც რამდენიმე ასეულ განთავსების ადგილს შექმნის და ადგილობრივების დასაქმებას უზრუნველყოფს. ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით კურორტზე გაკეთდა 1720 მეტრიანი შიდა გზა, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.

 

აღსანიშნავია, რომ „გოდერძი" საქართველოს მასშტაბით ერთადერთი კურორტია, რომელსაც აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ კონცეფციის მიხედვით უახლოესი 3 წლის ვადაში კურორტზე იქნება სპორტული სივრცეებით, კინოთეატრებით, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრებით აღჭურვილი ევროპული სტანდარტის სასტუმროები, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო გაზრდის როგორც ვიზიტორთა ასევე ინვესტორთა ინტერესს.

 

2017წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე გოდერძიზე კოტეჯებში და სასტუმროში ვიზიტორთა ზუსტი მონაცემები ასე გამოიყურება:

 

საქართველო-926 ვიზიტორი

 

გერმანია-218 ვიზიტორი

 

რუსეთი-134 ვიზიტორი

 

უკრაინა-66 ვიზიტორი

 

ჩეხეთი-24 ვიზიტორი

 

თურქეთი-22 ვიზიტორი

 

პოლონეთი-20

 

ბელგია-4 ვიზიტორი

 

ირანი-4 ვიზიტორი

 

საფრანგეთი-2 ვიზიტორი

 

ქუვეითი-2 ვიზიტორი

 

ბელორუსი-2 ვიზიტორი

 

სულ: 1424 ვიზიტორი 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 ნოემბერის 17:00 საათისთვის
Global Finance-მა თიბისი ბანკი სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში
ვითიბი ბანკი მომხარებელს სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ პროდუქტს სთავაზობს
„მომავალში, მნიშვნელობა მიენიჭება არა იმას, იყო თუ არა ადამიანი „შავ სიაში“, არამედ შეუძლია თუ არა მას ახალი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში კრედიტის მომსახურება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
„ქართველების მსგავსად სუფრასთან ვერავინ გაგიმასპინძლდებათ"-National Geographic Traveler საქართველოს შესახებ
კომპანია „ვივუსისთვის“ უცნობია, რატომ არ გააგრძელა მათთან კონტაქტი ფინანსთა სამინისტრომ ვალის ჩამოწერის თაობაზე
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული პრობლემის მოგვარება შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ - ივანე მაჭავარიანი
კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ
„შეიძლება საბანკო დავალიანებების დიდ ნაწილზე გამოცხადდეს ამნისტია“ - როგორ გადაწყვეტს ხელისუფლება „შავ სიაში“ მყოფი ადამიანების რეაბილიტაცია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 ნოემბრის 17:00 საათისთვის
„საბანკო და ჯანდაცვის სექტორში ხდება მფლობელთა უკანონო გამდიდრება მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე - სავალუტო ფონდმა მკვეთრად გააკრიტიკა საქართველოში კონკურენციის ნაკლებობა და მონოპოლიები “
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 ნოემბრის 17:00 საათისთვის
თიბისი ბანკის ერთგული ბარათების აქცია დაიწყო
რომან ფიფია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
Mastercard-ი მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს
"2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"- ზაზა გაბუნია