შსს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 


“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
"სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში იქნა გამოჭერილი" - თეა წულუკიანი
მარნეულში სატვირთო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, გარდაცვლილია ორი ადამიანი
"ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიგვეღო“
ექსპერტიზის შედეგად, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა
„თუ ვინმემ პატრულს, მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება, თუ პატრულმა თვითონ ჩაიდინა ეს კანონდარღვევა - დაისჯება“
არასამთავრობოების მოთხოვნით, პროკურატურა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ნიჟნი ნოვგოროდის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე გლუშკოვისა და მისი ძმის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა
გაზეთ “მეტრონომის” გაქურდვიდან 7 თვის შემდეგ რედაქტორი შს მინისტრს მიმართავს
ეკა ბესელია აცხადებს, რომ “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ მისი ძმა სარჩელს შეიტანს
“ვიზიარებ საზოგადოების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დაპირება, რომელიც წინა პერიოდში მართლმსაჯულების აღდგენასთან დაკავშირებით გაიცა, უნდა შესრულდეს“
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიხეილ გიორგაძე დაშავდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ დააკავეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და ადვოკატი
ბათუმში 14 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს
საქალაქო სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა და საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი გაამხილა
„არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, არაზნეობრივი და ამორალური ქმედება“
„2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ნაცმოძრაობამ საქართველოს აწვნევინა ძალიან დიდი მარცხი“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გაადაზიდვის ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა