"ვგეგმავთ, რომ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ" - დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩვენ ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, ამით ამოქმედდება საქართველოში ელექტრონული კომერციის ევროპული რეგულაციები," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის" ახალი სერვისის „მალეოს" პრეზენტაციაზე. აღნიშნული სერვისით უცხოეთის ინტერნეტ-მაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას საქართველოს რეგიონების მცხოვრები ადამიანები „საქართველოს ფოსტის" ოფისებში უცხოეთიდან შეკვეთილ ამანათს იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორც დიდი ქალაქების მოსახლეობა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას.

 

„ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში დაინერგოს ელექტრონული კომერციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. კანონი ასევე ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის პლატფორმების სანდოობის ამაღლებას, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში დაეხმარება," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დააანონსა კიდევ ერთი სიახლე. მისი თქმით,  კანონის გარდა,  აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და ელექტრონული კომერციის საშუალებით საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზარზე  გატანა და გაყიდვების ხელშეწყობა. „დოკუმენტზე მუშაობაში ჩვენ გვეხმარება ევროკავშირი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
ერთი აშშ დოლარის კურსი 20 აგვისტოს საღამოს მონაცემებით
პური, შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 აგვისტოს 17:00 საათისთვის
"ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის"
"გაზსაცავის აშენება მოგვცემს საშუალებას, რომ რისკებისგან თავი დავიცვათ"–გიორგი ქობულია
16 სექტემბრიდან თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აგვისტოს 17:00 საათისთვის
"საფონდო ბაზრის განვითარების გარეშე ზედმეტია საუბარი ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე"-გიორგი ცუცქირიძე
2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებაზე 4 622 445 ლარი დაიხარჯა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აგვისტოს 17:00 საათისთვის
„ოპიკის" ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიის პორტის წარმომადგენლებს შეხვდა
„ლარს არაფერი „სჭირს“ და პრობლემა მხოლოდ კომერციული ბანკების „სპეკულირება და ეროვნული ბანკის უმოქმედობაა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 აგვისტოს 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა
აფბა მთავრობას საწვავის ბაზარზე კარტელის თავგასულობის ალაგმვისკენ მოუწოდებს და მოსახლეობის უანგარიშო ყვლეფაზე საუბრობს
"გაიცანი საქართველო" სვანეთში
2018 წელს საქართველოში უცხოელების რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა - ვინ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას
ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 აგვისტოს 17:00 საათისთვის
რითი დაემუქრა ტრამპი თურქეთის ეკონომიკას და რა ემუქრება ორი ბანკის ინტერესებზე აწყობილ ქართულ ლარს