„საქართველოს ფოსტის" გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი 97%-ს შეადგენს"-დიმიტრი ქუმსიშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს ფოსტის" ახალი პროდუქტის „მალეოს" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა.

 

მისალმებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „საქართველოს ფოსტის" და მისიადმინისტრაციის საქმიანობა. მისი თქმით, მოგების რეინვესტირების შედეგად კომპანიაში დაინერგა თანამედროვეტექნოლოგიური სიახლეები და მომსახურების მაღალი სტანდარტები, რომლის შედეგადაც „საქართველოს ფოსტა" სრულფასოვან საფოსტო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს და რაც მთავარია, კორესპონდენციისადრესატამდე მიტანის დრო მინიმუმდეა შემცირებული. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ფოსტის საქმიანობის ამსახველ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიას დღესაქვს მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „საქართველოს ფოსტის" გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი, რომელიც, საერთაშორისო რეიტინგებისმიხედვით, 97%-ს შეადგენს.

 

„საქართველოს ფოსტამ" შარშან დეკემბერში გზავნილთა გამტარიანობის რეკორდულიმაჩვენებელი აჩვენა, ფოსტის სერვისცენტრებმა უზრუნველყვეს 250 000-მდე გზავნილის გატარება, რაც წინა წლის ანალოგიურპერიოდს 30%-ით აღემატება, სერვისცენტრების საშუალო დღიურმა გამტარიანობამ კი 9 000 გზავნილს გადააჭარბა," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კომპანიის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას შეეხება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ფოსტა აამოქმედებს პლატფორმის ერთ კომპონენტს „მალეოს", რომელიც, ძირითადად, საქართველოს რეგიონების მოსახლეობაზეა გათვლილი. მისი მეშვეობით, უცხოეთის ინტერნეტმაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას რეგიონების მაცხოვრებლები „საქართველოს ფოსტის" სერვი ცენტრებში  იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორც დიდი ქალაქების მოსახლეობა.

 

„მალეოს" ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას  „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გააცნო, რომლის შემდეგაც მოხდა სარეკლამო ვიდეორგოლის ჩვენება.

 

 





მსგავსი სიახლეები
"2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"- ზაზა გაბუნია
როგორ გაიზრდება ხელფასები და დახმარებები მომავალი წლიდან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს
თიბისი ლიზინგი 15 წლისაა
წელს ციტრუსის ექსპორტის მოცულობა თერთმეტჯერ მეტია, ვიდრე შარშან იყო
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
თიბისი ბანკმა Global Finance-ის ორი ჯილდო მიიღო
ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი იწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია"
"ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებია" - გია ვოლსკი
იპოდრომის ჩოგბურთის კორტების ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ლისი დეველოპმენტი უკრაინის ბაზარზე შევიდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
„შემოდგომაზე რეგიონებში ამდენი ტურისტი არასდროს ჩასულა“