"ეს პიკი არ არის, როგორც ჩანს კრიმინალი საქართველოში კვლავ მოიმატებს"- კახა კუკავა

2017 წელს, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 5,4 პროცენტით გაიზარდა და სულ 37 944 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა.

 

შსს-ს ცნობით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან განზრახ მკვლელობა არაა მომატებული. უწყების ინფორმაციით, ძირითადი წილი მოდის სსკ-ის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), თუმცა ფაქტების უმრავლესობა თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევა არაა.

 

სტატისტიკის თანახმად, გაზრდილია ოჯახში ძალადობაზე რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი.

 

"ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, მასობრივი კამპანიით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რამაც გაზარდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი. მეორე მხრივ, იმ ფაქტით, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, იწყება გამოძიება", - აცხადებს შსს.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული თავიდან რეგისტრირებული დანაშაულის ნაწილი მოდის სსკ-ს 151-ე მუხლზე (მუქარა). ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 61,7 პროცენტითაა გაზრდილი.

 

ამ თემასთან დაკავშირებით, ,,ჯორჯიან თაიმსთან" პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერმა-კახა კუკავამ განაცხადა:

 

„კრიმინალი გაზრდილია ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე. მათში აღმოჩნდა ძალიან ბევრი კრიმინალის თანამგრძნობი ადამიანი და ხელისუფლება ბოლო წლების მანძილზე უკეთებდა ირიბ თუ პირდაპირ პროპაგანდას დანაშაულს. ჩვენ გვახსოვს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც, დანით ხელში დადიოდა, გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ კრიმინალის გაზრდას. ბოლო წლებში, ასევე დაიწყო კორუფცია სასამართლო სისტემაში და დამნაშავეები ახერხებდნენ იმას, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ. ბუნებრივია, რომ გამოიწვია დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში და კრიმინალის ზრდა. როგორც ამას ქრონიკები ავრცელებენ ეს პიკი არ არის, როგორც ჩანს კრიმინალი საქართველოში კვლავ მოიმატებს“- განაცხადა კახა კუკავამ.





მსგავსი სიახლეები
„პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას“ - შსს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ გადაცემის ანონსს ეხმაურება
„15-20 დღეში სასამართლო გაიმართება, ექსტრადირება როდის მოხდება, არ ვიცი, ალბათ, გამართლდებიან - ნორვეგია ცოტა რთული ქვეყანაა, ზედმეტ ინფორმაციასაც არ იძლევიან“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა
ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის მეან-გინეკოლოგი დააკავეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირებისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება
დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
ესპანეთში ნარკოტიკების გადატანისთვის დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს ერთი და უკრაინის რვა მოქალაქე
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
"ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა
თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტებს და აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს "ნიუ ატლასისგან" ნამდვილად შეიძინეს 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატი სებ-ის მოთხოვნას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს
„ჩვენგან განსხვავებით, ლევან იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და „შავ სიაში“ შეყვანილ "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
„თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის“ - ეროვნული ბანკის განმარტება
ეროვნული ბანკი ითხოვს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ საბჭო დატოვონ
ლადო ბედუკაძეს, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლახან კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს
ახალი დეტალები ლადო ბედუკაძის ცემასთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა