მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული სამართლებრივი ცვლილებები განმარტა.

 

მისი თქმით, სამშენებლო ნებართვის მიღებით დაინტერესებული პირისთვის სავალდებულო დენდროლოგიური პროექტის წარდგენა, რომლის მიხედვითაც მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებს.

 

„ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. გარდა ამისა, მშენებელი ვალდებული იქნება სამშენებლო სამუშაოების შესახებ საინფორმაციო დაფასთან ერთად, დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს. ეს  ეხება არამარტო კერძო სექტორს, არამედ მერიასაც და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის  გათვალისწინება, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტეს განვახორციელებთ. ამ კონკრეტული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან შევქმნათ სკვერები, რომლებიც გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება“, -   განმარტა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც.

 

„თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი ფართის აშენება,რათა შემდეგ, იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვები გაცემული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღესვე დამტკიცდა იმ ხე-მცენარეთა ნუსხა, რომელიც გამოყენებული იქნება თბილისის სამომავლო გამწვანებისთვის.

 

 

„ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით. მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი დახმარებით განხორციელდა ეს ცვლილებები, რისთვისაც დიდ მადლობა ვუხდი. ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე საკანონმდებლო დონეზე წარმოვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა თბილისი მერმა. 





მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 22–26 ნოემბერს
დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა
მესტია-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის რევაზ არუცევის დედა შვილის გარდაცვალების დეტალებს იხსენებს
„ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და სულხან სალაძე 22 ნოემბერს მიემგზავრებიან ნიუ-იორკში, თემურ ალასანიასთან შესახვედრად - სამეული დაბრუნდება კვირას და მილიონი დოლარი ქეში მოთავსებული იქნება ეკა გიგაურის ბარგში“
თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა
სალომე ზურაბიშვილის შვილი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს
კულტურის ყოფილი მინისტრის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ეს ადამიანები ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე“
BAAMC WEALTHY – პირველი ქართული ინოვაცია საბროკერო საქმიანობაში
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
„შუბლი მეწვოდა, ოფლში ვცურავდი, სარკესთან მივედი და დავინახე ეს ჯვარი“ - მამაომ თმები აიწია და დამანახა მის შუბლზე პატარა შავი ფერის ჯვარი
„სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ, მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით, საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს“
„გავ­რცელ­და ინფორმაცია, თით­ქოს პატ­რი­არ­ქი ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა უსახ­ლკა­რო­თა თავშესაფრად მო­ე­წყოს - მის უწ­მინ­დე­სო­ბას ასე­თი რამ არ უთ­ქვამს“
თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ხობში ხანძრის დროს დაშავებულთა ნაწილი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
„ერთი სამი-ოთხი ტური კიდევ და ქართული ოცნება აღსრულდება - ჩვენ ყველანი მილიონერები ვიქნებით და ბიძინა - მათხოვარი“
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"თუ გვინდა, რომ საბანკო დავალიანების ჩამოწერა მართლაც მოხდეს, ამისთვის აუცილებელია, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს" - გიორგი ვაშაძე