სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც ვერა მერსედეს მარტინი ხელმძღვანელობდა. როგორც "ჯეორჯიან თაიმს" აცნობეს, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეშო.

 

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოშიდა ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები. სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესია იმ პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც ფონდის მისიამ გასული ვიზიტისას გააკეთა.

 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას ეფუძნება. ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ სტრუქტურულ რეფორმებს.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად არის ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 23 თებერვლის 17:00 საათისთვის
„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება"
ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას წამყვანი ბრიტანული კომპანია შეიმუშავებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება განხორციელდება
"თბილისის ფორუმზე ახალი მარშრუტების განვითარებას ჩაეყრება საფუძველი"-დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 21 თებერვლის 17:00 საათის მონაცემებით
თურქეთში პროდუქციაზე დაწესებული კვოტები გაუქმდა
როგორ შეჰყავს შეცდომაში APM Terminals-ს საქართველოს მთავრობა, მით უფრო რომ ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს
"ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"-გიორგი ცუცქირიძე
თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 მასპინძლობს
„საქართველოს და თურქეთის გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება პრიორიტეტული საკითხია"
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო"-დიმიტრი ქუმსიშვილი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 თებერვლის 17:00 საათისთვის
შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
“ვისოლ ჯგუფი“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას – „იყავი აქტიური საქართველოში“ უერთდება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 თებერვლის 17:00 საათისთვის
„მეღვინეობა ხარება“- მ საერთაშორისო გამოფენა ,,პროდექსპო2018’’- ზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა