შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რ.კ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სამართალდამცველებმა, რუსთავში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის და მისი პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. როგორც "ჯორჯიან თაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მიერ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადამალული 1 შეკვრა ჰეროინი.



გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.





მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა
აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავს
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სახალხო დამცველმა იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას მიმართა
"მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა" - აუდიტის ანგარიში
,,ამ პიროვნებისთვის ობიექტის მიყიდვამ თბილისის ბიუჯეტი დააზარალა" - გიორგი მამრიკაშვილი-ოთარ ფარცხალაძეზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის 6 და ქურდობის 8 ფაქტი უმოკლეს დროში გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი ოქროს რეალიზების ფაქტზე სომხეთის მოქალაქეები დააკავა
უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. „კანონიერი ქურდი" არ არის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-მ კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები პარიზში დააკავა
თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში კომპანია „Sinohydro”-ს საქმიანობაზე 21 სისტემურ დარღვევას აქვეყნებს
გლდანის მე-8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმარი ნახეს
"ეს არის უკანონო განაჩენის კანონიერი დადასტურება"- მიხეილ რამიშვილი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს განაჩენი გამოუტანეს