ბიზნესომბუდსმენი შპს „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითკომპანიის დამფუძნებელს და საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა

შპს ,,ბადაგონთან“ დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანიის დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ლევან გამყრელიძეს შეხვდა.


როგორც "ჯეორჯიან თაიმს" აცნობეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ირაკლი ლექვინაძემ „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესები პირად კონტროლზე აიყვანა.

 

ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის დამფუძნებლისგან საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა,მათ შორის, გიორგი სალაყაიას მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა საგამოძიებო ორგანოს მიერ კონკრეტული გარემოებების შესწავლა/დადგენისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების  პროცესთან დაკავშირებით.


საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის თქმით, კომპანია ,,ბადაგონს“ წარმოების პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობა აქვს. მისივე განცხადებით, „ბადაგონის“ სათაო ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა და პროცესი მომავალშიც გამჭვირვალედ წარიმართება.


 

შპს ,,ბადაგონის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანიაში საწარმოო პროცესი უახლოეს დღეებში სრულად აღდგება. 





მსგავსი სიახლეები
"სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში იქნა გამოჭერილი" - თეა წულუკიანი
მარნეულში სატვირთო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, გარდაცვლილია ორი ადამიანი
"ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიგვეღო“
ექსპერტიზის შედეგად, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა
„თუ ვინმემ პატრულს, მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება, თუ პატრულმა თვითონ ჩაიდინა ეს კანონდარღვევა - დაისჯება“
არასამთავრობოების მოთხოვნით, პროკურატურა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ნიჟნი ნოვგოროდის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე გლუშკოვისა და მისი ძმის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა
გაზეთ “მეტრონომის” გაქურდვიდან 7 თვის შემდეგ რედაქტორი შს მინისტრს მიმართავს
ეკა ბესელია აცხადებს, რომ “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ მისი ძმა სარჩელს შეიტანს
“ვიზიარებ საზოგადოების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დაპირება, რომელიც წინა პერიოდში მართლმსაჯულების აღდგენასთან დაკავშირებით გაიცა, უნდა შესრულდეს“
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიხეილ გიორგაძე დაშავდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ დააკავეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და ადვოკატი
ბათუმში 14 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს
საქალაქო სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა და საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი გაამხილა
„არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, არაზნეობრივი და ამორალური ქმედება“
„2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ნაცმოძრაობამ საქართველოს აწვნევინა ძალიან დიდი მარცხი“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გაადაზიდვის ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა