,,საოპერაციოდ რომ შეჰყავდათ, შვილი მოიკითხა. ჯერ ვერ ვუთხარით,რომ გარდაცვლილია...“ - მალხაზ თოფურია-დოდო გუგეშაშვილზე

 

გუშინ, მხედრიონის წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს  საკუთარ სახლში თავს დაესხნენ მასთან ერთად, ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან თაიმსი“ დოდო გუგეშაშვილის მეგობარს და თანაბემრძოლს, - მალხაზ თოფურიას ესაუბრა:

 

-ჩემი ინფორმაციით, ამჟამად დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფთხე აღარ ემუქრება. საოპერაციოდ რომ შეჰყავდათ, შვილი მოიკითხა. ჯერ ვერ ვუთხარით, რომ გარდაცვლილია...

დილით, სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა მე მქონდა სატელეფონო საუბარი ქალბატონ დოდოსთან  და მას არაფერი ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო, ან რაღაცის ეშინოდა. დაღუპული და დაჭრილი ვეტერანების შვილების და შვილიშვილებისთვის ღონისძიება იგეგმებოდა, რაშიც ქალბატონი დოდოც აქტიურად იყო ჩართული  და ამ თემასთან დაკავშირებით ვსაუბობდით.

მისი მეგობრები გამოვრიცხავთ ძარცვის ფაქტს, რადგან ოჯახი უკიდურესად გაჭირვებული იყო. წარსულსაც ვერ ვუკავშირებთ, საუბარია პირველი პრეზიდენტის მომხრეებზე, რომელსაც გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ იმ ადამიანებთან შერიგებული იყო და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

 

- მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა ერთ-ერთი სავარაუდო ვერსია, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ურთიერთობა და მეგობრობა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი?

 

- ეს არის ალოგიკური ვერსია. ქალბატონი დოდო მასთან სამძიმარზე ჩავიდა და მაშინ გამოდის, რომ მისი მკვლელობა საქართველოს სპეც.სამსახურებმა შეუკვეთეს, მაშინ ხელი უნდა გავიშვიროთ მათკენ, რაც სრული აბსურდია.

ქალბატონი დოდო გუგეშაშვილის დაახლოებული პირები და მეგობრები შურისძიების მიზეზს გამორიცხავენ.

 

მალხაზ თოფურია „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრში ამ საზარელ შემთხვევას  სპონტანურ უბედურებას უწოდებს და  ყველანაირ გავრცელებულ ვერსიას უარჰყოფს.

 

/კატო ბარამიძე/

 





მსგავსი სიახლეები
ხვალ, თბილისის რამოდენიმე უბანს ელექტროენერგია შეეზღუდება
კომპანია ''სი-ტი-პარკის'' მიმართ უკმაყოფილება დღითიდღე მატულობს
ყოფილი კიროვის ქარხანა იწვის
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა
თბილისში 10 წლის დაკარგული ბავშვი იპოვეს
ფინანსთა მინისტრმა 6 ახალი ინიციატივა წარადგინა
"აპრილიდან საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება" - დავით საგანელიძე
ემუქრება თუ არა სეზონური ვირუსული ეპიდემია საქართველოს
რა ღირს სიკვდილი დედაქალაქში
წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა
ვის შეილება აწყობდეს ხანძრები საქართველლოში
"ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, უფრო ოპერატიულები და ეფექტურები ვიყოთ“- კახა კალაძე
თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან
თბილისის მერია 180-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა 22:00 საათიდან მოხდება
დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112"-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა
სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების დეტალები ცნობილია
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება