ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ფასების ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე საკუთარი ხედვა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო. პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების  ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს.  დავით სერგეენკომ ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე მოქმედი,  მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების გზა შესთავაზა, რაც მედიკამეტების რაოდენობის გაზრდას (23-დან დაახლოებით 50-მდე) და  პროგრამით მოსარგებლეებად სხვა ჯგუფების, კერძოდ კი,.ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირების დამატებას გულისხმობს.  

 

მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა, სახელმწიფო და კერძოს სექტორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.  შეხვედრის მიზანსაც,  კომპანიების წარმომადგენლებისათვის  სტრატეგიულ მიმართულებაზე სამინისტროს ხედვის გაცნობა და ფარმ-ინდუსტრიისაგან  მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა. მისივე თქმით, პროექტმა, რომელიც გასულ წელს მაისში ამოქმედდა, ერთმნიშვნელოვნად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს.

 

პროგრამის წარმატებისთვის  აუცილებელია სახელმწიფოს, ადგილობრივი  მწარმოებლებისა და ფარმაცევტული იმპორტიორების კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის ჩართულობით, შესაძლებელი გახდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება. პროექტის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლოს.

 

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით პირველ სამუშაო შეხვედრას, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კერძო სექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს 2 კვირის ვადაში წარმოადგენს.

 

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელსაც ხუთი წელი უსრულდება, მნიშვნელოვანი იმტერვენცია მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში. თუმცა, როგორც ყველა სისტემას, მასაც აქვს თავისი გამოწვევები.  უდაოდ, პირველ ადგილზეა მიწვდომადობა ამბოლატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. რამოდენიმე თანამშრომლობის მაგალითმა, სახელმწიფო პარტნიორობამ და შარშან დაწყებულმა ინიციატივამ, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფას, დაგვანახა, რომ არის საჭიროება ამ პროგრამის გაფართოების.

 

თუკი აქამდე აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე პირები იყვნენ მხოლოდ სოციალურად დაუცველები, რომელთაც, 100 000 ქულაზე ნაკლები ჰქონდათ, მათზე ვრცელდებოდა 23 მედიკამენტით სარგებლობა.  ჩამონათვალთა სია უნდა გაიზარდოს და ცალსახად გავრცელდეს ასაკით პენსიონერებზე და შ.შ.მ.პ პირემზე და ასევე, გაიზრდება მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც, წინასწარი შეფასებით, 40-45 მედიკამენტს შეადგენს. სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა ქულათა რაოდენობაც 100 000-ზე ნაკლებია, მიიღებენ კვლავ 1ლარად. ხოლო, ასაკით პენსიონრები მაქსიმუმ ღირებულების ნახევარ ფასად. პროგრამა წინასწარი შედეგებით,  ზაფხულის დასაწყისში გააქტიურდება.“- განაცხადა „ჯორგიან თაიმსთან“ საუბარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ჯმპ-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემაც ისაუბრა:

 

ჩვენ დღეს გავეცანით ძალიან საინრტერესო ინიციატივას, რომელიც მოდის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ გაფარდოვდეს სპექტრი, რათა მოხდეს მედიკამენტების მიწოდება დაბალ ფასად, ან თუ საჭირო იყო სრულიად უფასოდაც იმ მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელიც ვერ ახერხებს მედიკამენტების შეძენას და სახელმწოფომ თავის თავზე აიღოს ეს ტვირთი. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და თუ ეს ასპექტი გაიზრდება, ძალიან დიდ შეღავათს მიიღებს თითოეული ჩვენგანი. შეთავაზება იყო მსხვილ კომპამიებთან, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურთან, რომ ამ პროექტში  მონაწილეობა მიიღონ.

 

შეხვედრაზე გამოიკვრთა მზად ყოფნა კომპანიების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს მაქსიმალურად დაბალ ფასად შევთავაზოთ მეიდკამენტები იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მასზე. ამ პროგრამის ნაწილი შარშან ამოქმედდა 23 პრეპარატზე და საუბარია ამ სპექტრის გაზრდაზე დაახლოებით 50 პრეპარატამდე. ეს მედიკამენტები იქნება  ქრონიკული პაციენტებისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე მოიხმარენ მას. ეს არის პირველი ნაბიჯები და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწობილები. - განაცხადა მან.

 

სალომე სანთელაძე

 

 





მსგავსი სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
"ივანიშვილი მეორედ დაამარცხებს სააკაშვილს, იმიტომ რომ, ივანიშვილი უკეთ ახერხებს ოპოზიციური ძალების კონსოლიდირებას"
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 16-19 თებერვალს
გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის