"ტურიზმის ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები მცირე ინფრასტუქტურის მიმართულებით"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას 300 მეტი სტუმარი ესწრებოდა. ტურიზმის დარგის წარმომაგენლებს გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის ტურისტული მონაცემები გააცნო.


გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით: „ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სექტორია, 2017 წელსსაქართველომ  7,554,936  საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლარაც 1,194,433-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. (ზრდა+18.8%)   2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან  2 მილიარდ 750 მილიონ  აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც  27%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.  ეს არის უპრეცენდენტო, რეკორდული მაჩვენებელი და   ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვავითაროთ ტურიზმი და  მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ სფეროს


როგორც "ჯორჯიან თაიმსს" აცნობეს, კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შედგა ყველა იმ პროექტზე რომელიც ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა.


„ახალი ტურისტული ბაზრების  ათვისების და არსებული ბაზრებიდან  ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ  სხვადასხვა  საერთაშორისო გამოფენაში, ზაფხულის და ზამთრის სეზონების შესახებ ჩავატარეთ აქტიური ინტერნეტმარკეტინგული კამპანიები, რაც ჩვენმა პარტიორმა, კორპორაცია Google-მა წარმატებულად შეაფასა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო  ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით მოვიწვიეთ  ასობით საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი.  ტურიზმის ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები მცირე ინფრასტუქტურის მიმართულებით, ეს არის  სამთო-საფეხმავლო ბილიკების კვლევა და  მონიშვნა, მანანათობელი კონსტრუქციები, სასურათე ჩარჩოები და ა.შ.  მომსახურეობის ხარიხის გაუმჯობესების მიზნით  გადამზადების კურსი ჩაუტარდა ტურიზმის ინდუსტრიის ათასზე მეტ წარმომადგენელს" - განაცდა გიორგი ჩოგოვაძემ.


ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 23 თებერვლის 17:00 საათისთვის
„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება"
ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას წამყვანი ბრიტანული კომპანია შეიმუშავებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება განხორციელდება
"თბილისის ფორუმზე ახალი მარშრუტების განვითარებას ჩაეყრება საფუძველი"-დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 21 თებერვლის 17:00 საათის მონაცემებით
თურქეთში პროდუქციაზე დაწესებული კვოტები გაუქმდა
როგორ შეჰყავს შეცდომაში APM Terminals-ს საქართველოს მთავრობა, მით უფრო რომ ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს
"ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"-გიორგი ცუცქირიძე
თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 მასპინძლობს
„საქართველოს და თურქეთის გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება პრიორიტეტული საკითხია"
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო"-დიმიტრი ქუმსიშვილი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 თებერვლის 17:00 საათისთვის
შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
“ვისოლ ჯგუფი“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას – „იყავი აქტიური საქართველოში“ უერთდება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 თებერვლის 17:00 საათისთვის
„მეღვინეობა ხარება“- მ საერთაშორისო გამოფენა ,,პროდექსპო2018’’- ზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა