გია კორკოტაშვილი და ,,ქართული მარშის“ წევრები დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებას იწყებენ

გია კორკოტაშვილი და „ქართული მარშის“ წევრები ახალი საზოგადოებრივი ინიციატივით გამოდიან.  ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებას იწყებენ.

 

როგორც გია კორკოტაშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს საზოგადოებრივი აქტივობაა, რომლის მიზანიც ქართველების ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებაა.

 

„ეს იქნება ახალგაზრდა ადამიანებისგან შემდგარი რამდენიმე კაციანი დაჯგუფება, რომლებიც, თბილისის ქუჩებში, იმ ტერიტორიებზე , სადაც,  უცხოელების ბარები და სავაჭრო ცენტრებია განლაგებული, ისეირნებენ, რადგან, ძირითადად მანდ ხდება  ემიგრანტების შეკრება. შეკრებილებს შორის შეიძლება იყვნენ საქართველოში როგორც ლეგალურად, ასევე, არალეგალურად ჩამოსული პირები, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები. მაგალითად, ნარკორეალიზაციაში.

 

ეს ყველაფერი არის სახელმწიფო უწყების პრეროგატივა, თუმცა, ისინი ვერ აუდიან მუშაობას და ჩვენ სწორედ მათი დახმარების მიზნით ვიწყებთ ამ მსვლელობას.  მაგალითად, პლეხანოვზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ თუ ადრე შეეძლოთ ქართველ ქალებს ღამე გასეირნება, ახლა ისე თავისუფლად ვეღარ გამოდიან".

 

კორკოტაშვილის აზრით, ყველაფერი განპიროვნებულია იმით, რომ უცხოელებმა არ იციან ქართული ადათ-წესები:

 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ფაქტები,  რომლის შესახებაც შეიძლება პრესაში არც იწერება - ვგულისხმობ ქალბატონების  სექსუალურ შევიწროებას და ეს გამომდინარეობს იქედან, რომ მათ არ იციან ქართული ადათ-წესები და ტრადიციები. შეიძლება ცუდად მოექცნენ ქალს და ეს გამოხატული იყოს სიტყვიერი შეუცხყოფით, ან თუნდაც ხელის ფათურით. .. ამიტომ ეშინიათ და ამჯობინებენ სახლში დარჩენას. ხშირად მეკითხებიან, ქართველები იგივეს თუ გააკეთებენ, რას მოვიმოქმედებთ ამ შემთხვევაში. თუმცა, ქართველი ასე არ მოიქცევა, ვიანიდან, მან კარგად იცის ჩვენი ქვეყნის ადათ-წესები.“

 

„ქართული მარშის“ ლიდერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ეს არანაირად არ იქნება უცხოელების შევიწროვება:

 

„ჩვენ არ ვაპირებთ არავის დასჯას, ან საბუთის მოთხოვნას. ჩვენ უბრალოდ ვიქნებით იმ ხალხის იმედად, ვინც ვეღარ გამოდის ქუჩაში შევიწროვების გამო. 

 

ეს არის საზოგადოებრივი აქტივობა, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ქუჩებში პატრულირებისას, თუ ჩვენ  წავაწყდით ძალადობრივ ან დისკრიმინაციულ შემთხვევას, გავაჩერებთ მათ და ადგილზე, საკუთარი ძალებით აღმოვფხვრით ამ პრობლემას. მაშინ, თუ ეს რთული  შემთხვევა იქნება, ჩვენ გადამცემის საშუალებით დავუკავშირდებით ჩვენსავე თანამოაზრეებს და მათ დავიხმარებთ. საბოლოოდ, ერთობლივი ძალებით გადავცემთ მათ ძალოვან სტრუქტურებს.

 

არაფერს ისეთს არ ვიღებთ საკუთარ თავზე, რაც ქვეყნის იმიჯს დაანგრევს, ეს არც დისკრიმინაცია არ არის, ეს არის უბრალოდ 5-10 კაციანი დაჯგუფება, რომელიც დადის განსხვავებული სამოსით და არ ერჩის არავის. ამ ქმედებით  დავამტკიცებთ, რომ  უცხოელები დომინანტები არ არიან.

 

საზოგადოებრივი პატრულირება ჩვენი მოგონილი არ არის, ის უკვე არსებობს ევროპის არაერთ ქვეყანაში. ზოგიერთი ამბობს, რომ სტუმრის პატივისცემა უნდა ვიცოდეთო, თუმცა, სცადონ მათ, გაუშვან ქალბატონები ღამის საათებში გარეთ და შედეგს თავადვე ნახავენ.“

 

მისი თქმით, ეს მსვლელობა უახლოეს მომავალში დაიწყება, როდესაც მათ შესაბამისი აღჭურვილობა და მათ შორის, გადამცემები ექნებათ.  

 

„ბევრმა  ახალგაზრდამ  უკვე მოისურვა ჩვენთან მოსვლა, თუმცა ჯერ საჭიროა ფორმების და გადამცემების ქონა იმისთვის, რომ ხალხმა გვიცნოს.

 

ეს არის პრევენცია იმისა, რომ ქართველ ერს ღირსება არ შეელახოს და თამამად შეძლოს თბილისის ქუჩებში სიარული“. - განაცხადა გია კორკოტაშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

/სალომე სამხარაძე/ 





მსგავსი სიახლეები
როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის ინფორმაცია
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
''კარფურში'' შეძენილ ნადუღში მინის ნამსხვრევი აღმოაჩინეს
გია მაისაშვილის თბილისში ჩამოყვანა 160, 000$ ჯდება - ოჯახი განცხადებას ავრცელებს
მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ გახსნილი დანაშაულები - შსს განცხადებას ავრცელებს
ერთი წლის წინ რესტავრირებული საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ინგრევა?
ხაშურელ ბიჭს, ზოოპარკი, დირექტორმა - ზურაბ გურიელიძემ დაათვალიერებინა
უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ზიანს აყენებს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება
მოქალაქეები სრულყოფილ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ, თუ რა ბედი ელის მათ საკუთრებას ხვალ
"მაშინაც კი, როდესაც „იბერიას“ პრობლემები შეექმნა პირველ ფლანგზე ვიყავი, გავაკეთეთ კუბო, სადაც ჩავასვენეთ თავისუფალი პრესა"
ეროვნული ბანკი მეწარმე სუბიექტებს მიმართავს
ვინ არის თემქაზე მოკლული ახალგაზრდა გოგონა
,,სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ - თოქ-შოუ ,,პროფილი" განცხადებას ავრცელებს
ერთიანი ეროვნილ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაციის სავარაუდო თარიღი ცნობილია
,,საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა" - საერთაშორისო გამჭვირვალობა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 22-23 თებერვალს
თბილისში არსებული ბიბლიოთეკის რეფორმის ფარგლებში, ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება
რა შეიძლება განთავსდეს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში?