"ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა"- ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება" - ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრა.


მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითები, ორი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.


აღინიშნა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის არსებობას გაესვა ხაზი.


მთავრობის მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იური ლუიკს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


იური ლუიკმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის სისტემის რეფორმა. მხარეებმა ქვეყნებს  შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან  და საგადასახადო რეფორმის წარმატებას გაესვა ხაზი, რომელიც, სწორედ, ესტონური მოდელის საფუძველზე ხორციელდება.


მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი და მადლობა გადაუხადა ესტონეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და სამხედრო ატაშე საქართველოში კულდარ კესკულა ესწრებოდნენ.





მსგავსი სიახლეები
„საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში“
პრეზიდენტად ივანიშვილი, პრემიერ-მინისრტად - გახარია, გადაწყვეტილია ქუმსიშვილის ბედიც, ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „დიდ ავიაციას“ გამოეთხოვება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
"ოთხჯერ მეტი ხარჯი ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი"
გაჭირვებას გაქცეული ქართველი სპორტსმენი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი გახდა!
საქართველოს ევროკომისარი მარია გაბრიელი ეწვევა
"ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება"
"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა"-ირაკლი კობახიძე
ნოდარ ხადურმა ესტონეთის კონკურენციის ორგანოს გენერალურ დირექტორს უმასპინძლა
კონფლიქტები და მშვიდობიანი თანაარსებობა: გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი მატრიცა
,,აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა" - გიორგი კვირიკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელებს
ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში
გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო
ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად სიფრთხილეს იჩენს
რა ღონისძიებები იმართება საზღვარგარეთ 26 მაისს
"ის პარლამენტი, რომელმაც ნინო ლომჯარიას ხმა მისცა, პირისაგან მიწისაა უნდა აღიგავოს!"-ნიკოლოზ მჟავანაძე
„თენგო გუნავამ მანახა ადგილი, სადაც მიშა სააკაშვილის ძეგლი უნდა დაედგათ“
„მინისტრ გახარიას მაშინ ავიყვან კახიშვილის სიმაღლეზე, როდესაც დაამთავრებს ადამიანების დიფერენციაციას“
„სამაგიეროდ, სუბუტექსი და ჰეროინი სახლში მიქონდა, ხომ არ მოაკლებდა ოჯახობას“