ვინ აგებს პასუხს 18 წლის ხატია თვაურის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფაქტზე?!

7 სექტემბერს 18 წლის  ხატია თვაურს, ს. ხეჩინაშვილის კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, ის 5 თვეა კომაში იმყოფება. მთავარი ექიმი - ზაქარია ოდიშვილი და ხეჩინაშვილის კლინიკა პასხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ  და ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევბი იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. ამ თემასთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“  ხატიას დედას, თეონა სიდამონიძეს დაუკავშირდა:

 

„მას შემდეგ, რაც ცხვირზე კეხი ამოუვიდა, აიჩემა, რომ ოპერაციის გაკეთება უნდოდა . ეძებდა ყველანაირ ინფორმაციას, - ექიმების და ამ ოპერაციის შესახებ, რა გამწვავება შეიძლება მოყოლოდა და ა.შ.. მეგობრებმა ურჩიეს ოპერაციის ექიმ ზაქარია ოდიშვილთან გაკეთება.ივნისის ბოლოს მითხრა, დავრეკე და გავარკვიე ყველაფერიო, არ ვიცი რატომ, მაგრამ  წინააღმდეგი ვიყავი. თითქოს გული მიგრძნობდა. ვუთხარი, სკოლას რომ დაამთავრებ, მერე გაიკეთე-თქო, მაგრამ, ძალიან უნდოდა ბანკეტისთვის მოესწრო.ოპერაციის თანხა საბერძნეთში მყოფ ბებიას სთხოვა.

 

ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა. ამის შემდეგ, ხატია შემოიყვანეს და საწოლზე დააწვინეს. გამართულად არა, მაგრამ ლაპარაკობდა როგორც ახალი გაღვიძებული.

 

შემდეგ ხატიამ საჭმელი მოითხოვა. თუმცა, არავინ შემოსულა, რომ მეკითხა შეიძლებოდა თუ არა მისთვის ჭამა. წინა დღეს ნაოპერაციებმა პაციენტებმა მითხრეს, რომ  15-20 წუთში წყალი უნა დამელევინებინა. შემდეგ ჩაეძინა. ცოტახანში რომ შევხედე, ბავშვი გალურჯებული და ცივი იყო. ექიმმა დამამშვიდა, - ნუ გეშინია, ნარკოზმა იცის სილურჯე, ალბათ  სცივაო და მხარზე ხელი დაარტყა, თუმცა, ხატიამ ვეღარ უპასუხა, რადგან უკვე გათიშული იყო. გამოვვარდი დერეფანში, რომ ვინმე მეპოვა,  მაგრამ არავინ დამხვდა და უკან შემოვბრუნდი. მასთან მყოფ ექთანს ხატიას მაჯა ეჭირა ხელში პულსი უცემს და სასწრაფოდ გადავიყვანოთ ინტენსიურ განყოფილებაშიო. საკაცეზე დააწვინეს და გაიყვანეს. მას შემდეგ კომაშია...“

 

ხატიას ინტენსიურ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ექიმები  დედას არწმუნდბნენ, რომ მეორე დღეს გამოვიდოდა იგი კომიდან. დილით გაუკეთდა ტომოგრაფია, რის შემდეგაც თქვეს, რომ ორ კვირაში გამოვიდოდა მდგომარეობიდან. პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა  და  12 სექტემბერს ოპერაცია ჩაუტარდა, - ორივე მხარეს ამოუღეს თავის ძვლები, რადგან ტვინის შეშუპება განვითარდა.

 

კლინიკის დირექტორს, თავად ექიმ -ზაქარია ოდიშვილს და მასთან მომუშავე ყველა მედ. პერსონალს  ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა:  პაციენტს გული გაუჩერდა, ეს იშვითად ხდება, თუმცა, რა მიზეზით ვერ გეტყვითო.

 

„საქმე ჯანდაცვის სამინისტროში გავასაჩივრეთ, რომლის პასუხიც რამდენიმე თვის შემდეგ,დეკემრბის დასაწყისში მივიღეთ. დასკვნაში ეწერა, რომ დამნაშავე პალატის ექიმი  ხათუნა ჩიტაძე იყო, რომელიც საერთოდ არ შემოსულა  ხატიასთან.“ - აცხადებს პაციენტის დედა.

იმის მიუხედავად, რომ პალატის ექიმი  დამნაშავედ ცნეს, მას მეორე შანსი მაინც მისცეს და ქალბატონმა ხათუნა ჩიტაძემ უკან შეაბრუნა დასკვნა, რის შემდეგაც, საქმე პროკურატურას გადაეცა. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

 

როგორც ხატიას დედა ჩვენთან საუბარში აცხადებს, ექიმები მას იმედს არ აძლევენ და ეუბნებიან, რომ ტვინი ამოუცნობი ფენომენია და მხოლოდ პაციენტის ორგანიზმზეა დამოკიდებული.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ სეეცადა  ექიმ ზაქარია ოდიშვილს დაკავშირებოდა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

 

გუშინ, ს.ხეჩინაშვილის კლინიკასთან, ხატიას ახლობლები შეიკრიბნენ და დამნაშავის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ამ დრომდე, ოფიცილური განცხადება, ან რაიმე ფორმის პასუხი კლინიკის მედ.პერსონლის მხრიდან, არ გაკეთებულა.

 

 

კატო ბარამიძე

 





მსგავსი სიახლეები
ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე რუსთავი 2-ში არ მივიდნენ
„გულწრფელად მინდოდა, ჩემი სიყვარულის სინათლეს, თუნდაც ერთი დღით, გაენათებინა ყველას გული, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისაც, მაგრამ შევცდი - მივიღე წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, ბოღმა და შური“
"„სიკვდილის ლაბორატორია“ თბილისში?! აწარმოებენ თუ არა ამერიკელი სამხედროები საქართველოში ადამიანებზე ცდებს"– BBC
"ბაღებში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება"
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
„ერთი მაგ ქუჩა-ქუჩა მოხეტიალე "პროტესტანტებს " ვინმემ გააგებინეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს პანკისის ხეობის 26-ე და 5-ე საარჩევნო უბნებში ზუსტად სოსო გოგაშვილის პატივისცემისთვის მისცეს ხმა“
„გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე, როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს!“
ჩხაკაურა-ბახმაროსა და ბჟუჟჰესი-გომისმთას მონაკვეთბზე მოძრაობა აიკრძალა
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
დღეს, 18:00 საათიდან მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
„მანიაკი და სხვების პირადი ცხოვრებით დამშანტაჟებელი მეგის ქარდავას ქორწილი რომ ბიუჯეტიდან დაფინანსდა, მთელი თბილისი გადაკეტეთ და ტაშს უკრავდით“
ბერას ქორწილს კოჯორთან ახლოს მდებარე დასასვენებელ კომპლექსში “ბიოლი ჰოლი” აღნიშნავენ - რესტორანში ნახევარი მილიონის მხოლოდ ყვავილებია მიტანილი
ჩახდილი ქართველები და ნამდვილი ქართველები
კასპის რაიონის სოფელ ქვათახევში ტყის ქვედა საფარი იწვის
დღეს სვეტიცხოველში ყველაფერი ჩვეულებრივად იყო! - ფეისბუკმომხმარებლები გრიგოლ ვაშაძეს ამხელენ
„სახალხო დამცველად დასმულმა ქართველთმოძულე სოროსელმა ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვის გაუქმებაზე!“