ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში Credit Suisse Group AG-ის ყოფილ ბანკირს ადანაშაულებენ

ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც ბრალად ედებოდა მაქინაციები, რომელთა განხორციელების შედეგად მის კლიენტებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს 143 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (152 მილიონი დოლარი) ოდენობით ზარალი მიადგათ. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ჟენევის სასამართლომ პარასკევს მიიღო. 



პატრის ლესკადრონს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 



მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონი უარყოფდა უკანონო გარიგებებიდან რაიმე სარგებლის მიღებას, მოსამართლემ 54 წლის ბანკირი დამნაშავედ ცნო და განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად მან 30 მილიონი ფრანკი მიითვისა.



ლესკადრონი 2015 წლის იანვარში დააკავეს, მას შემდეგ რაც პროკურორებმა დაიწყეს იმის გამოძიება, თუ როგორ აწარმოებდა ის უკანონო შესყიდვებს და აყალბებდა დოკუმენტაციას, რათა დაემალა მისი კლიენტების დანაკარგები.



აღსანიშნავია, რომ ლესკადრონის ქმედებებისგან დაზარალებული 6 კლიენტიდან ერთ-ერთი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.



სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დააკისრა.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ქარელში, 23 წლის ბიჭი მოკლეს - დეტალები
სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ
რუსეთში, სტავროპოლის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა
დადგინდა, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიისას საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული
პიატიგორსკის საავადმყოფოში მოთავსებულ 9 დაშავებულს შორის, საქართველოს მოქალქეები არ არიან
შინაგან საქმეთა სამინისტრო დიკლოს სიახლოვეს რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შსს-მ ერთი პირი თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ოზურგეთში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა
ხაშურში საპატრულო პოლიციის მანქანა ქალს დაეჯახა
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ ახლახან დაიხურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავა
ახლახან დოლიძის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილია
დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სტეფანწმინდაში, სოფელ კობში, ძველ სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ააფრიალეს და სავარაუდოდ, ადგილი დანაღმეს
"დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიში არ არის"– იუსტიციის სამინისტრო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე
მერაბიშვილმა გამოკვლევისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი საათი დაჰყო - იუსტიციის სამინისტრო
სასუნთქი გზების პრობლემის გამო ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს
„ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი, რადგან მისი თქმით, მას სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია“