შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები  ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა: ბათუმში - 1, თბილისში - 2, გორში - 1, კახეთში -1, მცხეთა-მთიანეთში - 3. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია 1 არასრულწლოვანი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ნივთები კი თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. ბათუმში სამართალდამცველებმა  ერთი პირი დააკავეს რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონის და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთის, ხოლო გორში დაკავებულმა პირმა, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი გატეხა და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. კახეთში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილმა, აზერბაიჯანის მოქალაქემ, გვიან ღამით, სოფელ მშვიდობიანიდან, ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი იმავე ღამეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ყველა აღნიშნულ ქურდობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.





მსგავსი სიახლეები
"ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი, ხიზანიშვილი - თქვენ ხართ გამყალბებლები ჩვენი საქმის"
"სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში იქნა გამოჭერილი" - თეა წულუკიანი
მარნეულში სატვირთო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, გარდაცვლილია ორი ადამიანი
"ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიგვეღო“
ექსპერტიზის შედეგად, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა
„თუ ვინმემ პატრულს, მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება, თუ პატრულმა თვითონ ჩაიდინა ეს კანონდარღვევა - დაისჯება“
არასამთავრობოების მოთხოვნით, პროკურატურა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ნიჟნი ნოვგოროდის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე გლუშკოვისა და მისი ძმის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა
გაზეთ “მეტრონომის” გაქურდვიდან 7 თვის შემდეგ რედაქტორი შს მინისტრს მიმართავს
ეკა ბესელია აცხადებს, რომ “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ მისი ძმა სარჩელს შეიტანს
“ვიზიარებ საზოგადოების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დაპირება, რომელიც წინა პერიოდში მართლმსაჯულების აღდგენასთან დაკავშირებით გაიცა, უნდა შესრულდეს“
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიხეილ გიორგაძე დაშავდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ დააკავეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და ადვოკატი
ბათუმში 14 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს
საქალაქო სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა და საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი გაამხილა
„არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, არაზნეობრივი და ამორალური ქმედება“
„2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ნაცმოძრაობამ საქართველოს აწვნევინა ძალიან დიდი მარცხი“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გაადაზიდვის ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო