საქართვლოსა და კვიპროსს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია გაცვალეს და მომავალ თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს. 

 

მემორანდუმის თანახმად, სწავლის აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიური კვალიფიკაციის ორმხრივ აღიარებას ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში. ასევე უზრუნველყოფენ მეცნიერთა, საგანმანათლებლო ექსპერტებისა და სტუდენტების  სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას, რომელიც გაიმართება როგორც კვიპროსში, ასევე საქართველოში.

 

ორ მხარეს შორის თანამშრომლობა მეცნიერების სფეროშიც გაღრმავდება. მხარეები მხარს უჭერენ თანამშრომლობას და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას კვიპროსის უმაღლესი სასწავლებლებსა და საქართველოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის. გარდა ამისა, ხელს შეუწყობენ აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო სასწავლო გაცვლითი პროგრამების დანერგვასა და გაფართოებას.

 

შეხვედრაზე კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ქართველ კოლეგას ასევე გააცნო საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება კვიპროსის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ მნიშვნელოვან განათლებას გარემოსთან დაკავშირებით და ასევე ხდება გარემოსდაცვითი საქმიანობის წახალისება. მიხეილ ჩხენკელმა დაინტერესება გამოხატა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია  ახალგაზრდებისთვის და შესაძლებელია, პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტის ჩვენ ახალგაზრდულ ბანაკებში დანერგვა.





მსგავსი სიახლეები
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ბოლო თვეების მონაცემებით
რამდენი პროცენტით შემცირდა საქართველოში უმუშევრობა - სტატისტიკა
კერძო გამსესხებლებს დღეიდან ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა ეკრძალებათ
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
რამდენს შეადგენს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ თანამდებობრივი სარგოს სახით 2017 წელს გაცემული დანამატი
როგორ ატარებს ზაფხულს ორსული ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად
„რამდენი ასეთი გოგო და ბიჭია, რომელსაც ეშინია არა ვიღაც გარეწარის, არამედ, საკუთარი ოჯახის“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო, სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, მეთქი“
ახლახან საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 19:00 - 24:00 საათამდე თელავიდან შემოსულია 101 შეტყობინება
თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია
წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ძლიერმა სეტყვამ თელავი და მიმდებარე სოფლები, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა
„მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, რომლის წინაპრები დიდგორის ველზე აღმაშენებლის გვერდით იდგნენ!“
18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: „უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“
აბასთუმანი - საირმის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება