"საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს ყოველთვის ჩვენი ეკლესია ასრულებდა გამორჩეულ როლს"

საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი  და  უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

 

პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ერის მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენდა.

 

„ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის  ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია  და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს. ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიისა, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა. ამით, იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისათვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. 1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს საქართველოს ეკლესია, მღვდელმთავრები და პატრიარქები ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდნენ.

 

„ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მისი სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრს მეუფე დანიელმა საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი გამოფენა დაათვალიერებინა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, წმინდა სინოდისა და საქართველოს ეკლესიის, ასევე - სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.





მსგავსი სიახლეები
ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვევა - დეტალები
„გვარამია რომ გამოვიდა და ამცნო საზოგადოებას, ბადრი პატრაკაციშვილის დაცვის წევრი, ალექსანდრე მაისურაძე დავაკავეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვისო, ის საშა მაისურაძე, ბადრის სიკვდილიდან ერთ თვეში რატომ გამოუშვეს გარეთ?“
„განა შეიძლება ადამიანს ბრალი წაუყენო მხოლოდ ფარული ჩანაწერების საფუძველზე? განა არ უნდა მიათრიოთ პროკურატურაში, ან "მოდულში" და ტრა....ში დუბინკა არ უნდა გაუყაროთ, რომ აღიარებითი ჩვენება მიიღოთ?“
„დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად“
"ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია... არც ერთ ქვეყანაში არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე"
„ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და მაღალი დონის ექსპერტთა ჩართულობით, განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი“
„არასოდეს დათა ახალაია არ მოგვიხსენებია ,,დათად” - ყველა თანამშრომელი მოიხსენიებდა როგორც შეფს! მიშა არასოდეს არავის მოუხსენიებია სააკაშვილად - მას მოვიხსენიებდით, როგორც ,,პირველს”!
ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რატომ გადაიდო თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი აქცია
„ნაცებმა ისეთი შოკი მიიღეს დღეს, მერიაში შეტანილი განცხადება აქციაზე გააუქმეს“
„ოქუაშვილმა საკუთარ მამას წაართვა საკუთრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყიფიანსაც პარტნიორების "გადასაგდებად" იყენებდა?“
"არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს"- კახა კალაძე
„ხელისუფლებაში ნიკა გვარამიას დაკავების და მისთვის ბრალის წაყენების ვერსიას განიხილავენ!“
„ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი“
„მიშას და ბიძინას თოჯინები“ - ეკა ბესელია და სალომე სამადაშვილი ეთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პრეზიდენტი ქვეყანაში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„გენაცვალე, მიხოო, ქლორით უნდა ჩაგერეცხა ეს ბნელები, ნაღდი იყავი, ამათ თავს რომ ზემოთ არ აყოფინებდი“
ვინ არის მირზა სუბელიანი და რატომ გააპროტესტა კახა კახიშვილმა 2013 წელს მისი დანიშვნა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ხემძღვანელად
„გახარიამ პრივილეგიები ჩაუხსნა გაბლატავებულ ტიპებს და ამას ვერ პატიობენ - საინტერესო ხანა იწყება სისტემაში“
„არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“ - სამწუხაროა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი პროკურატურის შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა