კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 თებერვალი

თუკი თქვენ ინტენსიურად ადევნებთ თვალს ჩვენს პროგნოზებს, უკვე გეცოდინებათ, რომ 2018 წლის თებერვალი ე.წ. "დაბნელებების კორიდორის" პერიოდია. ჩვენ უკან მოვიტოვეთ უკვე 31 იანვარს მთვარის სრული დაბნელება, თუმცა როგორც ასტროლოგები ხუმრობენ, "დაბნელებები ყოველთვის წყვილ-წყვილად დადიან“. ამჯერად, ზუსტად ამ კვირას უწევს არანაკლებ მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენა - მზის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. სტატისტიკური მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, მთვარის დაბნელება შედარებით რთულად და ემოციურად ქალებს გადააქვთ ხოლმე, ხოლო მზის დაბნელებაზე ბევრად უფრო სენსიტიური კაცობრიობის ძლიერი ნახევარი ხდება. ამიტომ მამაკაცებისთვის გაცილებით უფრო რთული შეიძლება გამოდგეს ეს კვირა ვიდრე ქალბატონებისთვის. ზოგადად კი, ორივე სქესის წარმომადგენლებს გირჩევთ - უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიმშვიდითა და წინდახედულებით გაატაროთ. მართალია, დაბნელება 15 თებერვალს უწევს, მაგრამ უშუალოდ დაბნელებამდე ორი-სამი დღით ადრე უკვე შეინიშნება მისთვის დამახასიათებელი გავლენა. ადამიანებში მატულობს შფოთვა, ემოციურობა, ხშირად უმისამართო აგრესიის გამოვლენისკენ მიდრეკილებაც. 



რაკი დაბნელება მერწყულის ნიშანში ხდება და ამ ეტაპზე მზესთან ერთად, მთვარე და მერკურიც ზემოხსენებულ ნიშანში იქნება განლაგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე განსაკუთრებით აქტუალური იქნება თემები, რომელიც კოლექტიურ ურთიერთობებს, მეგობრებთან კომუნიკაციას, პირადი თავისუფლების გამოხატვას და საზღვრებს შეეხება. იყავით მაქსიმალურად დელიკატური, როცა საქმე სხვისი თავისუფლების თემას ეხება. ნუ შეეხებით სხვა ადამიანების დამოუკიდებლობას და ნუ გააკრიტიკებთ ნურავის განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების გამო. მეტი კომპრომისი გამოიჩინეთ თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. რაკი კვირა იუპიტერისა და მერკურის ნეგატიური ასპექტით იწყება, ნუ გასცემთ ზედმეტ დაპირებებს და აიღეთ საკუთარ თავზე მხოლოდ იმ ტიპის მოვალეობები, რომელსაც დარწმუნებული ხართ ,რომ სამომავლოდ უპრობლემოდ გაართმევთ თავს. ზოგადად ეს კვირა დაუგეგმავი მოვლენებისა და ინცინდენტების კვირა იქნება. მოსალოდნელია ასევე ფინანსური შეფერხებები და გაუგებრობებიც. რის გამოც სასურველია ნებისმიერ საკითხში იქონიოთ სათადარიგო გეგმა. 



ამ კვირის მანძილზე ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ გაუგებრობებსა და ავანტიურულ სიტუაციებში აღმოჩნდეთ ჩათრეული. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იქნება 17 თებერვალი. ამასთან ერთად, მატულობს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ალბათობები. შესაბამისად, რაკი კვირის მიწურულია და ბევრი ჩვენგანისთვის დამახასიათებელია თავი ალკოჰოლის გარკვეული დოზით გაინებივროს დამღლელი სამუშაო კვირის მერე, სასურველია, სიფრთხილით მოეკიდოთ სასმელის დოზას.



კვირის ბოლოს ცაზე უკვე მთელი სტელიუმი იქნება წარმოდგენილი ამჯერად თევზების ზოდიაქოში. მათ შორის მზეც, უკვე გადაინაცვლებს მერწყულიდან თევზებში. რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი. რომლის დროსაც ბევრი ჩვენგანი ჩაუღრმავდება საკუთარ თავს, გაანალიზებს წარსულის შეცოდმებს და სამომავლოდ - მაშინ როცა მზე უკვე ცეცხლოვანი ვერძის ნიშანში გადანაცვლებს მარტის მეორე ნახევრიდან, ახალი ფურცლითა და ახალი შემართებით შეეგებება გაზაფხულს. 



იღბალს, ღიმილს და წარმატებებს გისურვებთ! 





მსგავსი სიახლეები
რაში მდგომარეობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ გაზაფხულზე თავბრუდამხვევი სიყვარული ელის
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 თებერვალი
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა გემი იძირება
როგორ დავუმეგობრდეთ მარტივად ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს
რა სირთულეები ელის ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს 2018 წელს
როგორ უნდა შევხვდეთ 2018 წელს რომ ყვითელმა ძაღლმა წარმატება დაგვაბედოს
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლისთვისაც 2018 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან (ვიდეო)
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეხერხებათ გარშემო მყოფების მართვა და მანიპულირება
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვისთვის იქნება დეკემბერი სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვის ელოდება წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რა არის თქვენი ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით