მოქალაქეებს დარეკვის გარდა, "112"-ში ჩუმი განგაშის - SOS შეტყობინების გაგზავნა შეეძლებათ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად, „112“-ის დღესთან დაკავშირებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის „ქოლ-ცენტრს“ ეწვია.



როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს" აცნობეს, ღონისძიებაზე „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია წარმოადგინა. მათი ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.



„აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.
ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა „112“-ის რუსთავის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

11 თებერვალს, „112“-ის დღეს აღნიშნავს როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მისი მიზანია მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა. ყოველწლიურად, ამ დღეს, საქართველოს „112“ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
„მორიგი იერიში და ბინძური ხელების ფათური ჩვენი ერის ქრისტიანთა სულებში, ჩვენი წმიდა რელიგიური გრძნობების ფეხქვეშ გათელვა“
„უკანალზე სპეციალიზებული არასამთავრობოები სად ტრ...ში იყურებიან ამ დროს?“
„რუსთავი 2“-თან არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები აქციას მართავენ
ხვალ, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
რა ეწერა წერილში, რომელიც მეგობარმა დოდო გუგეშაშვილს შვილის საფლავზე გადასცა
საკრებულოში „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე შეთანხმდნენ
"მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აქტიურად ფიქრობდეს ქვეყნის მომავალზე"- გიორგი მარგველაშვილი
"საპროტესტო აქციებს ვგეგმავთ"-ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა
შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
„მე მირჩევნია ვიყო ბნელი და არა გაბრუებული, მირჩევნია ქვეყანაზე დარდი მატირებდეს და არა ნარკოტიკის "ლომკა"
ქუთაისში, მე-17 ბაგა-ბაღში ქვეწარმავალი შენიშნეს
მიკროავტობუსის მგზავრებისთვის მეორედ მგზავრობა შეიძლება უფასო გახდეს
ხვალ, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს სოციალურად დაუცველთა დახმარების, სისტემის რეფორმასა და სამართლიანი წესების შემოღებაზე მიმართავს
აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 22-25 მაისს
„მოვიდა ეს სირთაოზა გოცირიძე პერსონალური შავი 31-ით... არადა, ცალ-ცალი კალოშით და დანგრეული თეთრი „რენო მოსკვიჩით“ ჩაესიძა ექიმების კორპუსში“
ინგა გრიგოლიამ იმ ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა, ვინც მასზე ძალადობდა