დღეიდან ელექტრონული პორტალი - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. ელექტრონული პორტალი ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

 

ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და  კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს. 

 

თბილისის მერის განცხადებით, ელექტრონული პორტალის ამოქმედების მიზანი  ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.

 

„უნდა დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული - ავირჩიეთ ქალაქის მთავრობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობა იყოს ჩართული. დავიწყეთ მუშაობა, რათა შეგვექმნა სპეციალური პლატფორმა იმისთვის, სადაც შეიძლებოდა დედაქალაქის მოსახლეობას კონკრეტული პროექტები წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ქალაქის განვითარებისთვის“, -  განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ საშუალებით, მოქალაქეები საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ, ასევე, საშუალება ექნებათ, წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელონ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

 

„რა თქმა უნდა, თუ პროექტი საინტერესო იქნება, მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტებში ბევრი მოქალაქე იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის აქტუალური იქნება. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქის საკეთილდღეოდავტორიზაციას შეძლებთ. არსებულ იდეაზე ხმის მისაცემად ვებგვერდზე რეგისტრაცია/შესვლა აუცილებელი არ არის. რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ახალი იდეის დამატების მსურველთათვის.

 

მიმდინარე იდეების გაცნობა, რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია, იდეების გვერდზეა შესაძლებელი. შეგიძლიათ იდეა აირჩიოთ სასურველი კატეგორიიდან, გაეცნოთ იდეის სახელწოდებას, აღწერას და დააფიქსიროთ თქვენი ხმა პირადი მონაცემების შეყვანით, რომლებიც შემდგომ გამოჩნდება idea.tbilisi.gov.ge-ს საჯარო გვერდზე. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე.

 

იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი, მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ.

 

„დღეს წარმოვადგინეთ პირველი პროექტი ონლაინ თბილისის ფარგლებში - „შენი იდეა ქალაქის მერს“. მე წინა საარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნიდით პლატფორმას, სადაც იქნებოდა შესაძლებელი ძალიან ბევრი იმ ადამიანის ჩართვა, ვინც მოგვაწოდებს იდეებს, კონკრეტულ პროექტებს იმისათვის,რომ შემდეგ ეს განხორციელდეს.

 

ძალიან მნიშველოვანია ის, რომ ჩვენ დავამსხვრიეთ სტერეოტიპები, რომ ერთი ადამიანი ან  რაღაც კონკრეტული ჯგუფი მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ქალაქისთვის არის აქტუალური. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა პირადად მე და თბილისის მთავრობას ქალაქის ზრუნვაზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მაგრამ მინდა, რომ ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული და ზუსტად ეს კონკრეტული პროექტი გვაძლევს იმის შესაძლებლობას. ქართველები ძალიან ნიჭიერი და კრეატიული ხალხი ვართ და წარმოვადგინოთ პროექტები.

 

უამრავი შემოთავაზება მოდიოდა წინა საარჩევნო კამპანიის დროს და ახლა უკვე რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ხალხი დარეგისტრირდეს ამ კონკრეტულ ვებ-გვერდზე, წარმოადგინონ საკუთარი იდეები, რომლის განხორციელებაზეც იმსჯელებს არა მხოლოდ მერია,  არამედ, დედაქალაქის მოსახლეობაც იქნება ჩართული. მოწონების შემთხვევაში კი იდეა განხორციელდება. ჩვენ მიზანმიმართულად არ შევზღუდეთ თანხებში იმიტომ, რადგან, შესაძლებელია იყოს ისეთი საინტერესო  იდეა, რომ ის აუცილებლად იმსახურებდეს დაფინანსებას. ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას“.- განაცხადა „ჯორჯიან თაიმნსთან“ საუბარში თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

აღნიშულ პროექტზე ასევე ისაუბრა მუნიციპალური სერვიზების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ ვახტანგ მჭედლიშვილმა:

 

,,პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ დღეს ეშვება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის „შენი იდეა ქალაქის მერს“. ეს პროექტი იქნება ძალიან აქტუალური მოქალაქეების მუნიციპალური განვითარების კუთხით. ასევე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ   კრეატიული იდეები იქნება მოწოდებული ახალგაზრდების მიერაც და ისინი ჩაერთვებიან მუნიციპალურ ცხოვრებაში.“ -  განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

 

აღნიშნულ პროექტზე ,,ჯორჯიან თაიმსთან“, ასევე, კონენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა კახა კუჭავამ:

 

,,ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ თბილისის განვითარებაში თითოეული მოქალაქე ჩაერთოს. თბილისის ყველა მოქალაქეს  თუ ჩვეულებრივ სტუმარს,  რომელსაც აქვს იდეა, თუ რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს. ეს იქნება საშუალება, რომლითაც თქვენ შეძლებთ ეს იდეა თუ ნებისმიერი წინადადება, შეთავაზება გააგზავნოთ შესაბამის სამსახურში, რომელსაც განიხილავენ, გამოვა ე.წ. კენჭისყრაზე და შესაბამისი მოწონებების და მხარდაჭერის შემთხვევაში ეს იდეა იქნება განხორციელებული მერიის მიერ.ეს ძალიან დროული და საჭირო იდეაა, რომელიც  უზრუნველყოფს თბილისელების დიდ ჩართულობას და მონაწილეობას ქალაქის განვითარებაში.“ - განაცხადა მან.

 

/სალომე სანთელაძე/





მსგავსი სიახლეები
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ბოლო თვეების მონაცემებით
რამდენი პროცენტით შემცირდა საქართველოში უმუშევრობა - სტატისტიკა
კერძო გამსესხებლებს დღეიდან ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა ეკრძალებათ
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
რამდენს შეადგენს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ თანამდებობრივი სარგოს სახით 2017 წელს გაცემული დანამატი
როგორ ატარებს ზაფხულს ორსული ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად
„რამდენი ასეთი გოგო და ბიჭია, რომელსაც ეშინია არა ვიღაც გარეწარის, არამედ, საკუთარი ოჯახის“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო, სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, მეთქი“
ახლახან საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 19:00 - 24:00 საათამდე თელავიდან შემოსულია 101 შეტყობინება
თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია
წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ძლიერმა სეტყვამ თელავი და მიმდებარე სოფლები, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა
„მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, რომლის წინაპრები დიდგორის ველზე აღმაშენებლის გვერდით იდგნენ!“
18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: „უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“
აბასთუმანი - საირმის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება