"ვფიქრობ, რომ ახალი იდეებისადმი გახსნილობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზაა"- გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების შემადგენლობები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა.

 

„თქვენი ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის არის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი, რომ ეს ახალი ენერგია შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. სადაც არის ასეთი მოძრაობა და სადაც არის სიახლის შემოსვლა გაადვილებული, ასეთი სისტემა არის მხოლოდ და მხოლოდ გამართული. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს, ვინაიდან, თქვენ ხართ, სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო,"- მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს.

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ის, რაც ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს.

 

„მე, საერთოდ, ვფიქრობ რომ ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზა. ეს არის ერთადერთი, რაც ჩენს ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს. მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულნი ისეთ პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად „სტარტაპ-საქართველო", სტარტაპ-კომპანიების დაფინანსება. ჩვენ შარშან დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო სულისკვეთება პირველ რიგში ახალგაზრდებმა აიტაცეს. დღეს უკვე გვყავს ძალიან წარმატებული, დამწყები ბიზნესმენები, რომლებმაც წარმატებული პროექტები  ამ პროგრამის მეშვეობით დააფინანსეს. მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ იყოს აქტიური, არასოდეს მოერიდოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვინაიდან, სწორედ, ამ გახსნილობაში არის ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორი გასაღები. მინდა, მივესალმო საკრებულოს ინიციატივას, მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი თქვენს მეგობრებად, ვისთანაც შეგიძლიათ ძალიან ღიად და გახსნილად ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. დიდი მადლობა და გილოცავთ დღევანდელ დღეს,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში საკუთარი გუნდი ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებით დააკომპლექტა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამომრჩეველს აუზში შეხვდა
„მიუბრძანებიათ საშა კაცმანი „ოცნების“ პიარჯგუფის უფროსობიდან“
„რამდენიმე ისეთი გურუ იჯდა დარბაზში, ვეტოს იქ ვერავის დაადებდა პრეზიდენტი და როგორია ამხელა დარბაზში ტყუილად შეკრება?“
„ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ვერ გავიგეთ, როგორ უნდოდა ამაში ჩვენი ჩართვა“
"საქართველო მუდმივად არის გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში"- დავით ზალკალიანი
"მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, რომ განახორციელოს რეფორმა"
ვინ არიან ახალი გუბერნატორები, რომლებიც, მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონებში წარადგინა
„25 აგვისტოს სასტუმრო „ბეტსიში“ თუქულ-რუსული მასონური ლოჟა რომ შემოდის საქართველოში, ისევ სამშობლოს გამყიდველების ხელით, ჟურნალისტებს და ვისაც საჭიროა ძინავს?“
“ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე”
ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს
„აქ სამწუხაროდ, უარესი სცენარია მოსალოდნელი - გარედან ინსპირირებული სისხლიანი ბუნტი, რისი მცირე რეპეტიციაც უკვე ჩატარდა ჯერ ბათუმში და მერე თბილისში
„ოცნება“ ფალსიფიცირებისთვის ემზადება, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ და ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად - ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“
„ცოტა თავხედურია ირანისგან, ჰიჯაბის მოხსნაზე თითი უქნიოს საქართველოს, როცა თავის ტერიტორიაზე ჩასულ ყველა ქალს ავალდებულებს, თავსაბურავით იარონ“
“ქართული ოცნება” მანევრის რეჟიმშია და არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი სხვა კანდიდატმა ჩაანაცვლოს“
"მომავალ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მოუწევს"-მამუკა ბახტაძის მინიშნება
"ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს"–დავით ბაქრაძე
„დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული"- დავით ზალკალიანი
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური გზავნილი არის მშვიდობა"
„ჩემთვის უსიამოა იმის წარმოდგენა, 30 ოქტომბერს, როცა ყველაფერი გაირკვევა, როგორ უყვირებენ ვინმე "ჩვენ თვითონა" და ვინმე ხარატიშვილი - მაყუთი სადაა გოგო!“