"იქნებ იმითაც დაინტერესდეს საზოგადოება, წინა ხელისუფლების დროს როგორ დაიჭირეს მამაჩემი"- ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ვატყობ დიდ ინტერესს იწვევს ჩემი პოსტები და ჩემი ოჯახის შესახებ ინფორმაცია. 


იქნებ იმითაც დაინტერესდეს საზოგადოება, წინა ხელისუფლების დროს როგორ დაიჭირეს მამაჩემი და ქარხნის 51 % ციხეში როგორ გადააფორმებინეს. მერე, სააკაშვილის უშუალო ბრძანებით, ქარხანა „თ.ჯ. თრეიდს“ მიყიდეს, რომელმაც 3 წლის თავზე კომპანია 73 მილიონი ლარით გააკოტრებამდე მიიყვანა...


იქნებ იმაზეც გვესაუბრა, როგორ აშენებდა ამის პარალელურად ბადრი წილოსანი რუსთავში ახალ ვაგონმშენებელ ქარხანას. ნულიდან, წვალებით და ამ საქმისთვის თავგადადებული ხალხის გვერდით დგომით...


ბევრს იცნობთ ისეთ ადამიანს, წარმოებაზე თავგადაკლულებს, ერთი თეთრიც რომ სახელმწიფო დახმარება არ მიუღია?! მამაა და სუბიექტური ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ობიექტურად ნამდვილად არ ვიცნობ მისნაირ შრომისმოყვარე, საქმისთვის თავდადებულ და პატრიოტ ადამიანებს. მე ვამაყობ იმით რომ ბადრი წილოსანის შვილი ვარ!
ამასთანავე მზად ვარ დეტალურად , საბუთებით დავადასტურო კონკრეტული ფაქტები: 


1. წილის ციხეში გადაფორმება
2. ქარხნის თ.ჯ. თრეიდზე პირდაპირი მიყიდვის საბუთი 
3. ავთანდილ საყვარელიძის ხელმძღვანელობით (ამ პერიოდში თავმჯდომარეობდა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს) ქარხნის 73 მილიონით გაკოტრებამდე მიყვანის საბუთები...და არა მარტო ეს! 


რაც შეეხება 45 თუ 65 მილიონის დავას (ორივე რიცხვმა გაიჟღერა აგორებული შავი პიარ კამპანიის დროს, რატომღაც ერთ რიცხვზე ვერ შეჯერდნენ), ვფიქრობდი სასამართლო გადაწყვეტილებას დავლოდებოდი, მაგრამ, ვინაიდან ვნებათაღელვა არ წყდება, დაინტერესებულ პირებს, კომპანია სთავაზობს საქმის საჯარო მედია განხილვას, საბუთებით და მყარი არგუმენტებით. 


ყველაზე რთული იმ ბრალდებების მოსმენაა, რომელშიც არათუ დამნაშავე ხარ, არამედ დაზარალებული... და ამასთანავე ბრალის წაყენება , აპრიორი ბრალეულობას არ ნიშნავს. 


თუ მხოლოდ ცილისწამება არ არის შენი მიზანი, მაშინ გაარკვიე სიმართლე,"-წერს ნინო წილოსანი.





მსგავსი სიახლეები
,,როდესაც დაინახავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსპორტს ჩვენი ჯარისკაცებით, - აუწიეთ მათ ხელი"
,,ხლისტებს რომ ჰკითხო, ევროპაში უნდათ, ოღონდ ევროპა მათთვის მხოლოდ უკანალის არასწორად გამოყენებაა:)"
"საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს"
"სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს"-ლაშა ტალახაძე
,,გაბუნია-გვარამია ხარობენ, - რა მაგრად ავუშალეთ ნერვები ხალხს, ყველა ჯულეტას გენეტალიების მოკითხვაშიაო"
"ვლანძღავთ და ასი წლის მერე ვუთითებთ - აი, ასე უნდა გაეკეთებინათ, ისე უნდა გაეკეთებინათ..."-სიმონ კილაძე
"ვისაც რის ატანა შეუძლია, ის დოზა დავიწესოთ კანონით დასაშვებად..."-ნიკოლოზ მჭედლიშვილი
"ტერორისტების მამაშად წოდებული, კაკაბაძე ამბობს რომ ეკლესიას საბჭოთა მენტალობის ადამიანები ებრძვიანო"
"ბერა გაბრაზდა, რომ მას დაუკავშირეს ეს კლუბი და სამაგალითოდ სჯიან"-ნანუკა ჟორჟოლიანი
"გლობალიზაციამ უხამსობის ფენომენი წარმოქმნა უთვალავი დეგრადირებული, ნახევრად ადამიანით"-სოსო მანჯავიძე
"ბიძინა ჩირგვებში ზის და ელოდება ვისი აჯობებს..."-მამუკა გამყრელიძე
"დაიჭირეს!!! მიხარია, რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო, რასაც წლებია ჩადიოდა!!!"
,,ბიძინამ თავისი გუნდის ნაცქოცების ,,ო-ბიძინენიე" გააკეთა და ხმას თუ არ ამოიღებთ კარგა ხნით ითამაშებენ პინკ-პონკს ერთმანეთში!"
"პრინც ჰარის ცოლს ორი ქმარიც რომ ყოლია და ეს ამოუქექეს "გრუზინებმა", რა ნიჭი დაგვაბერტყა ღმერთმა"
"ეს გოგო და მისი 9 თვის შვილი სასწრაფოდ საავადმყოფოშია წასაყვანი!"
,,სასულიერო პირი სპეცრაზმის კორდონს არღვევს, რათა გეი-აღლუმი აღკვეთოს!!!"
,,ეკა კვესიტაძემ და გვარამიამ წუხელ მართლაც "რევანშისტულ ლიბერასტული შაბაში" მოაწყეს" - დავით ზარდიაშვილი
"მაგ გახარიათი იქნება დედას რომ მოუდღნავს ხეგლეჯია ყველას"–ირინა სარიშვილი
"გახარიამ გამაოცა, მაგარი კაცი ყოფილა!"– ჯონდი ბაღათურია
"სტალინის აგარაკი ყოფილა შოვში, ნორმალური ხალხი ამას ასე კი არ გააჩაჩანაგებდა"–ნინო მეტრეველი