დღეს, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რესტორან "სულგუნში" დააკავეს. ამის შესახებ სააკაშვილის პრესსამსახური იუწყება:
„მიხეილ სააკაშვილი მიხაილოვსკის გამზირზე, რესტორან „სულგუნში“ დააკავეს. მოსული იყო სამი ავტომობილი“, - წერია სააკაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.
"ჯორჯიან თაიმსის" წყაროს ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის დეპორტაცია საქართველოში, ან პოლონეთში იგეგმება.