დოდო გუგეშაშვილმა დაკითხვის დროს თავდასხმის ეპიზოდი აღწერა

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა საავადმყოფოში დაკითხვის დროს მასსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდი აღწერა.



როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ნიკოლაიშვილმა განუცხადა, დოდო გუგეშაშვილის სახლში თავდამსხმელი პირი ჩვეულებრივად შევიდა, თავდასხმამდე ესაუბრა დოდო გუგეშაშვილს, ამის შემდეგ კი ცოტა ხანში განახორციელა გასროლა. ადვოკატის განმარტებით, თავდამსხმელი არის დაქირავებული ქილერი, რომელსაც დოდო გუგეშაშვილი მანამდეც იცნობდა, თუმცა არა როგორც ქილერს, არამედ როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს.



„დოდო გუგეშაშვილმა აღწერა, რაც მოხდა, ამიტომ მე მხოლოდ ფაქტებს გეტყვით. როდესაც ის მკვლელი მივიდა სახლში, ჩვეულებრივად შევიდა, ასევე ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა, დოდოს შვილს ეძინა, ეს იყო დილის დაახლოებით 10.00 საათი. ამ საუბრის შემდეგ დოდო გადის სამზარეულოს გავლით, საწოლ ოთახში, საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და ამ დროს მას ხვდება შემართული პისტოლეტით ეს ადამიანი, რომელსაც გაკვირვებული დოდო ეუბნება, რას შვრები შე გარეწარო. ამ დროს ის ისვრის და დოდომ სკამის სროლა მოასწრო. როგორც ჩანს ის გადაარჩინა იმან, რომ როგორც გამომძიებლები ამბობენ, სამი ე.წ. ასეჩკა მისცა. ამას ტყვიების ანალიზით ადგენენ. ამ დროს კი დოდო ყვირის - ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია. მას ჰგონია, რომ ნოდარი გარეთ არის გაქცეული და ეს დაჭრილი გამორბის გარეთ“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. 



ამასთან, კითხვაზე, რა ვითარებაში გაიცნო დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული ქილერი, ადვოკატი განმარტავს, რომ დოდო გუგეშაშვილმა არ იცოდა, რომ თავდამსხმელი ქილერი იყო. „მე რომ თქვენ გიცნობდეთ და ამ დროს ქილერი აღმოვჩნდე, ამ ვითარებაშია გაცნობილი“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.



ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკითხვის პროცესს ესწრებოდა კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე, ასევე გამომძიებლები. დაკითხვის პროცესს დოდო გუგეშაშვილის მოთხოვნით ესწრებოდა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.





მსგავსი სიახლეები
ახლახან დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა
უვადო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე, იგივე „შალალო“ პროკურატურას სხვადასხვა გახმაურებული საქმის რეალურ დამნაშავეებს უსახელებს - ადვოკატი ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებს აანონსებს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა
"მირზა სუბელიანმა ფეხებზე, ხელსა და კისერზე დაზიანებები სუიციდის მცდელობის გამო მიიღო"-ადვოკატი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა
მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება
„გამახსენდა წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა შეშინებული ადამიანები, ხედავდნენ სასტიკ სისტემას და ხმას არ იღებდნენ.... დღეს რაღამ შეგაშინათ ხალხო? ნუთუ ასეთმა შოკისმომგვრელმა კადრებმა არ აგაღელვათ?“
„მირზა სუბელიანს კარგად ვიცნობ - მას ასეთი ლაპარაკი ახასიათებს, მაგრამ ის კაცია, რომელიც არასდროს წავა ოჯახის, მეგობრების, სვანური კლანის წინააღმდეგ“
იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციისას, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი ჯგუფი დააკავეს
„მალხაზ კობაურს ბრალად წარედგინა ქელები სმიტის და რაიან მაიკ სმიტის მკვლელობა, ანუ ბავშვისა და მამის მკვლელობა, რაც შეეხება ლორა სმიტს, მასთან დაკავშირებით მიმდნარეობს გამოძიება“
"ჯერ-ჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით"-პროკურატურა
"დეტალურ დონეზე ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით"
"ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. "ფეიქებს" არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ"- შსს
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა
როგორ გატეხა სიტყვა გიორგი თარგამაძემ და როგორ ცემეს სასიკვდილოდ მთავარი მოწმე სასამართლოში მისვლამდე
„სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად“
„გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ, სამი-ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ“ - მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი