ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს და  პასუხისგებაში სამი პირი -ორი  კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების წარმომადგენელი მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მის  მმართველობაში არსებულ კომპანიის მიერ  სამცხე - ჯავახეთის რეგიონში  სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებ შესრულებისას,  უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ამასთან, გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა  და ამით,  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 300 ლარს.


მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, რომლის მმართველობაში არსებული კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ობიექტზე სამუშაოს შესრულებისას დაბალი ხარისხის მილების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 26 000 ლარს.


სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ბრალდებით, პასუხისგებაში ასევე მიეცა სამუშაოების დამკვეთი,  ქვემო ქართლის რეგიონის ერთ - ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების  მიმდინარეობაზე ზედამხედველობა  ევალებოდა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე, 180-ე მუხლის მესამე  და 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  7-დან 11 წლამდე ვადით.


 

ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ქარელში, 23 წლის ბიჭი მოკლეს - დეტალები
სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ
რუსეთში, სტავროპოლის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა
დადგინდა, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიისას საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული
პიატიგორსკის საავადმყოფოში მოთავსებულ 9 დაშავებულს შორის, საქართველოს მოქალქეები არ არიან
შინაგან საქმეთა სამინისტრო დიკლოს სიახლოვეს რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შსს-მ ერთი პირი თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ოზურგეთში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა
ხაშურში საპატრულო პოლიციის მანქანა ქალს დაეჯახა
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ ახლახან დაიხურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავა
ახლახან დოლიძის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილია
დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სტეფანწმინდაში, სოფელ კობში, ძველ სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ააფრიალეს და სავარაუდოდ, ადგილი დანაღმეს
"დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიში არ არის"– იუსტიციის სამინისტრო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე
მერაბიშვილმა გამოკვლევისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი საათი დაჰყო - იუსტიციის სამინისტრო
სასუნთქი გზების პრობლემის გამო ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს
„ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი, რადგან მისი თქმით, მას სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია“