"საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში" ანგარიშს აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიში "საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში" შეისწავლის 2012 წლიდან დღემდე საქართველოში პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე განხორციელებულ კონტროლსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემებს.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულების ანალიზი აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ორგანო კონტროლის არსებულ მექანიზმებს სრულფასოვნად ვერ იყენებს. ამის მიზეზი კი მწირი პოლიტიკური ტრადიცია, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობის სუსტი მექანიზმებია.

 

კვლევამ, რომელიც მერვე მოწვევის და ამჟამინდელი პარლამენტების საზედამხედველო საქმიანობას აფასებს, შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:

 

მიღწევები

 

უკანასკნელი საკონსტიტუციო ცვლილებებით:

  • გამარტივდა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა;

  • დაწესდა დაბალი კვორუმი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნისთვის, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს;  

  • დაწესდა პრემიერ-მინისტრის ვალდებულება ყოველწლიური მოხსენებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე;

  • დამკვიდრდა ინტერპელაციის ინსტიტუტი.

 

გამოწვევები


  • ოპოზიციის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მექანიზმები სუსტია, მათ შორის იმის გამოც, რომ ოპოზიცია არ ხელმძღვანელობს არც ერთ კომიტეტს პარლამენტში;

  • კანონმდებლობა არ ითვალისწინებს  პოლიტიკური დებატების ჩატარებას ინტერპელაციის და მთავრობის ყოველწლიური  ანგარიშის წარდგენის დროს;

  • კონსტიტუციაში აღარ არის გათვალისწინებული მთავრობის წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და  მთავრობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, რაცსაპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია;

  • მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში არცერთხელ  არ ჩატარებულა სამთავრობო საათი -  პარლამენტს პლენარულ სხდომაზე არ მოუწვევია მთავრობის წევრი;

  • აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ კანონდებლობას და ოპოზიციის მოწვევით, როგორც წესი, არ ცხადდებიან ფრაქციის სხდომებზე: 46 დაბარების შემთხვევიდან, ფრაქციის სხდომაზე სულ 5-ჯერ დაფიქსირდა გამოცხადების შემთხვევა;

  • აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დადგენილ ვადაში სრულად  არ პასუხობენ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს. დეპუტატები კი იშვიათად სარგებლობენ ამ უფლებით;

  • პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები უმეტეს შემთხვევებში ოპოზიციონერი დეპუტატები არიან, თუმცა, როგორც წესი, მათ ამ მოთხოვნას უმრავლესობა არ ეთანხმება - მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში, საანგარიშო პერიოდში, 19-ჯერ დარეგისტრირდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ მხოლოდ მისივე ინიცირებულ, ერთადერთი კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, დარჩენილ 18 შემთხვევაში კი ოპოზიციის ინიციატივა არ გაიზიარა.

  • უმრავლესობა იშვიათად მიმართავს საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს, რის მიზეზადაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სხვა (არაფორმალურ)  ფორმებს ასახელებს;

  • ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვა,ხშირ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ მხრივ გამონაკლისია სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის მოსმენის შემდეგ დადგენილების მიღება სავალდებულო გახდა და ასევე, დაინერგა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მოსმენების პრაქტიკა.

 

რეკომენდაციები:


  • შეიქმნას ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად, მათ შორის ოპოზიციის აქტიური ჩართულობის კუთხით;  

  • რეგლამენტით განისაზღვროს, რომ სულ მცირე ერთი (საფინანსო-საბიუჯეტო) კომიტეტის თავმჯდომარე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი;

  • სამთავრობო საათი გახდეს ქმედეთი მექანიზმი, არ შემოიფარგლოს წინასწარ გაწერილ კითხვებზე პასუხებით და დადგეს მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ის არ დაესწრება სამთავრობო საათს;

  • პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართოს ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში, დებატები;

  • პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე;

  • დადგინდეს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებზე განხილვის პროცედურები, აგრეთვე, პარლამენტის მიერ რეკომენდაციების გაცემის და მათ შესრულებაზე პერიოდული  კონტროლის მექანიზმები;

  • გაიზარდოს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობა.





მსგავსი სიახლეები
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი და რა ძველი წყენა გაუხსენა პარტიის ლიდერმა?
„ერთდროულად სამწუხარო და სამარცხვინო... ირინა ენუქიძის ადვოკატი არჩევნებში “ნაცების” მხარდაჭერით რომ იყრის კენჭს, აბა სხვა რა უნდა თქვა?!“
„სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარიანი პიარია - იგი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით“
„გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად“
„ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ ინვესტორის მხარდამჭერები, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“
"ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?"
"პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა" - ადა მარშანია
„ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს - ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ“
„თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან - ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში - რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?“
„შეიძლება კობახიძე გადაიყვანონ უზენაეს სასამართლოში პირველ პირად - ხომ არ იკეთებს კობახიძე საყრდენს, რომ მყარად იყოს“
„მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა -ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით“
„საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია“
"პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილზე
„ბოკერიას უთქვამს, გინდათ ერთიანობა? დაემშვიდობეთ მიშასო - ჰოდა, ჩასულა "დელეგაცია" მიშასთან“
„სააკაშვილმა დაბობმა ჩვენი მოსახლეობა, ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში“
„ჩვენ ვიგრძენით ჩვენ თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით“
„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“
"დატოვე ”ოცნება” და მიიღე მეზობელების სითბო" - გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატები გაამხიარულა [ვიდეო]
"როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას"- მამუკა მდინარაძე - ზვიად კვაჭანტირაძეზე
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე