როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ

ალბათ ნებისმიერ ადამიანს გადაუტანია ცხოვრებაში ერთხელ მაინც სასიყვარულო იმედგაცრუება. ამქვეყნად ყველაფერი კანონზომიერია. შესაბამისად, როცა ურთიერთობა არ გამოდის, სასურველია, უბრალოდ და მარტივად გაუშვათ ადამიანი ვისთან კავშირსაც თქვენთვის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველას როდი ახასიათებს ამგვარი ლოიალური მიდგომა, როცა საქმე "ყოფილებს" ეხება. ამ სტატიაში ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად განვიხილავთ ზუსტად ამ საჭირბოროტო საკითხს.



ვერძი განშორების შემდეგ ომს იწყებს ყოფილ პარტნიორთან. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა და ის, რომ მისი დაკარგვით ყოფილმა ძალიან ბევრი დაკარგა. 


კურო ძნელად ახერხებს პოზიციიების დათმობას და როგორც წესი, გვიან აცნობიერებს, რომ ყველაფერი მართლაც დამთავრდა. ამის შემდეგ ჯიუტად არ სურს ახალი რომანის წამოწყება, იმის შიშით, რომ ისევ მიატოვებენ. 


ტყუპი ძალიან მარტივად ეკიდება განშორების საკითხს. მისთვის ყოველთვის არსებობს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტი და სხვა ალტერნატივა, ამიტომ ნაკლებად იშლის ნერვებს ყოფილთან ბრძოლით. 


კირჩხიბი პირველ რიგში შეეცდება ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო მეთოდებით შეინარჩუნოს პარტნიორი, თუ ეს არ გამოსდის ინტრიგების ხლართვას იწყებს მის გარშემო და ცდილობს, ყოფილი არ გაახაროს. 


ლომი აუცილებლად შეეცდება საჯაროდ დაამციროს ძველი სიყვარული, იმის დამტკიცებით, რომ მასზე უფრო წარმატებულ ან უკეთეს შემცვლელს იპოვნის მალე. სიამაყე არასოდეს მისცემს უფლებას ვინმეს ეხვეწოს. 


ქალწული მანიაკალურად ებღაუჭება ყოფილ პარტნიორს, როგორც წესი მაშინაც კი, როცა მის მიმართ სიყვარული აღარ აქვს. უჭირს ახალ ურთიერთობაზე გადაერთოს, ამიტომ ურჩევნია ძველი, თუნდაც აუტანელი მეორე ნახევარი ახალს და პერსპექტიულს.
 

სასწორი თავს უბედურად გრძნობს მაქსიმუმ ერთი კვირა, შემდეგ ახალი ფლირტის გაჩაღებას იწყებს. მისთვის მარტივია სიყვარულში წარუმატებლობის გადაგორება ოღონდ კი ვინმემ ანუგეშოს და მიუალერსოს. 


მორიელისთვის "ყოფილი" არ არსებობს ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით. იგი ეცდება მაქსიმალური სიმკაცრით დასაჯოს პარტნიორი, რომელმაც გაბედა და მიატოვა. თუნდაც ამის გამო საკუთარი თავის განადგურებაც მოუხდეს. 


მშვილდოსანი საშინლად განიცდის თუკი პირველი მიატოვეს (როგორც წესი, მუდამ პირიქით ხდება), ასეთ დროს იგი იბოღმება და მაქსიმალურად ცდილობს ყოფილის შესახებ საერთო მეგობრებში შავი პიარი ააგოროს. 


თხის რქა 
მძიმედ იტანს იმედგაცრუებას. თუმცა, როგორც წესი, უკმაყოფილებას ჩხუბით ან სცენებით არასოდეს გამოხატავს. ასეთ დროს იგი მთლიანად ერთვება მუშაობაში და ცდილობს, მომდევნო ჯერზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს პარტნიორის არჩევისას. 


მერწყული მარტივად და გაგებით ეკიდება, როცა მისგან მიდიან. იგი ყოველთვის ცდილობს მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს ყოფილ პარტნიორთან და იშვიათად ეკიდება მას მტრად. 


თევზები დეპრესიაში ვარდება, როცა ხედავს რომ მისი სიყვარული "კვდება" და რეანიმირებას აღარ ექვემდებარება. როგორც წესი, ყველანაირ მსხვერპლზე მიდის ურთიერთობის სანაცვლოდ, თუ ეს არ გამოდის, დიდი ხნის მანძილზე უძნელდება გონზე მოსვლა.




მსგავსი სიახლეები
რით შეგიძლიათ მოინადიროთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის გული
რაში მდგომარეობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ამ გაზაფხულზე თავბრუდამხვევი სიყვარული ელის
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 თებერვალი
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა გემი იძირება
როგორ დავუმეგობრდეთ მარტივად ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს
რა სირთულეები ელის ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს 2018 წელს
როგორ უნდა შევხვდეთ 2018 წელს რომ ყვითელმა ძაღლმა წარმატება დაგვაბედოს
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლისთვისაც 2018 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან (ვიდეო)
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეხერხებათ გარშემო მყოფების მართვა და მანიპულირება
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვისთვის იქნება დეკემბერი სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე
მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვის ელოდება წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი