გლდანის მე-8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმარი ნახეს

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.


როგორც "ჯორჯიან თაიმსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.


"გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.


პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად.


 

ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში.  ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა,"-ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
შსს-მ გამოძიება დაიწყო ნარკორეალიზატორების საქმეზე არსებული მტკიცებულებების გასაჯაროების ფაქტზე
„სულ რაღაც 95 წლის წინ, 1922 წლის დეკემბერში, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიას იოსებ სტალინმა მიუერთა“
სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა
„რუსეთის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მოვლენების დამახინჯებას“
ინგა გრიგოლიას საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
კასპთან, ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახა
საგაფიცვო კომიტეტი თბილისის მეტროპოლიტენის გაჩერებით იმუქრება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ხვალ ბოლო მოსმენა გაიმართება
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენებით თანხის გამოძალვასაც ედავებიან
შსს საავტომობილო მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"მეტროს მემანქანეებს გაფიცვა არასამუშო საათებში შეუძლიათ"- თბილისის საქალაქო სასამართლო
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა
ვინ არის უცხოელი ქალი, ვინც ე.წ. "ბარიგების" საქმის ერთ-ერთი მოწმეა?!
პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა და აცხადებდა, რომ მისი შვილის მამაა, დაკავებულია
„კომედი შოუს“ მსახიობები საბერძნეთში იმ „კანონიერი ქურდის“ დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რომლის ჯგუფის წევრებიც დღეს ათენში დააკავეს
ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს
თბილისის ქუჩებში მუშაობა ქვეითმა პატრულმა დაიწყო