კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლება მოითხოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს დაავალა,  დაკავებული პოზიციებიდან ის პირები გაათავისუფლოს, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული. 

 

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა. 

 

„ამ ეტაპზე, არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო - დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ  დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში ჩართული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა, როდესაც ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა არსებობდა.    





მსგავსი სიახლეები
„მორიგი იერიში და ბინძური ხელების ფათური ჩვენი ერის ქრისტიანთა სულებში, ჩვენი წმიდა რელიგიური გრძნობების ფეხქვეშ გათელვა“
„უკანალზე სპეციალიზებული არასამთავრობოები სად ტრ...ში იყურებიან ამ დროს?“
„რუსთავი 2“-თან არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები აქციას მართავენ
ხვალ, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
რა ეწერა წერილში, რომელიც მეგობარმა დოდო გუგეშაშვილს შვილის საფლავზე გადასცა
საკრებულოში „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე შეთანხმდნენ
"მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აქტიურად ფიქრობდეს ქვეყნის მომავალზე"- გიორგი მარგველაშვილი
"საპროტესტო აქციებს ვგეგმავთ"-ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა
შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
„მე მირჩევნია ვიყო ბნელი და არა გაბრუებული, მირჩევნია ქვეყანაზე დარდი მატირებდეს და არა ნარკოტიკის "ლომკა"
ქუთაისში, მე-17 ბაგა-ბაღში ქვეწარმავალი შენიშნეს
მიკროავტობუსის მგზავრებისთვის მეორედ მგზავრობა შეიძლება უფასო გახდეს
ხვალ, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს სოციალურად დაუცველთა დახმარების, სისტემის რეფორმასა და სამართლიანი წესების შემოღებაზე მიმართავს
აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 22-25 მაისს
„მოვიდა ეს სირთაოზა გოცირიძე პერსონალური შავი 31-ით... არადა, ცალ-ცალი კალოშით და დანგრეული თეთრი „რენო მოსკვიჩით“ ჩაესიძა ექიმების კორპუსში“
ინგა გრიგოლიამ იმ ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა, ვინც მასზე ძალადობდა