თბილისი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ უკვე მეორედ მასპინძლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო  მიქაუტაძემ საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

 

„ენერგეტიკის თემაზე კონფერენციები ძირითადად იმართებოდა სახელმწიფოს ან ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დღეს კი  ჩვენ ვიმყოფებით მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც კერძო კომპანიების მიერ არის ორგანიზებული.  დღეს სახელმწიფო სტუმრის სტატუსით არის მოწვეული. კერძო სექტორის მხრიდან ჰიდროენერგეტიკის მიმართ მსგავი ინტერესი და თავად ფაქტი, რომ თბილისი უკვე მეორედ შეირჩა აღნიშნული კონგრესის მასპინძლად, ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებიც  გავატარეთ და მომავალში ვგეგმავთ, ეფექტურია და ზუსტად პასუხობს დარგის გამოწვევებს. ჰიდროენერგეტიკული რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რესურსების განვითარება და გამოყენება პრიორიტეტულია. ადგილობრივი რესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველს“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

 

კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე   დიალოგისთვის.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საუბრობენ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ  და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების  თანამშრომლობის როლზე.

 

კონგრესზე სიტყვით გამოდიან თურქული, აზერბაიჯანული, სომხური,  რუსული, ყაზახური, ტაჯიკური, ყირგიზული და ქართული როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს.

 

კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის“ ორგანიზებით იმართება. კონგრესი ორდღიანია და ის 15 თებერვალს დასრულდება.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 23 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერზე" ეხმაურება
ანაკლიის პორტის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
ანაკლიის პორტის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია
კაცი სკაიპიდან და საუკუნის „აფიორა“ - სად წავიდა 20-30 ათასი ფერმერისგან აღებული ფული?
„რომ ჩაყაროთ ნაყინში ხვლიკების გუნდი, ის იმდენ ფილტრს გადის, შეუძლებელია მისი ნაყინში მოხვედრა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
ქვიშა-ხრეშზე საწყისი სალიცენზიო ფასის ოპტიმიზაცია განხორციელდა
წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
უწერაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტული კომპლექსი აშენდება
ცნობილია კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინს შეიმუშავებს
რა ვალებს ითვლის საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რომელმაც საქართველოს საზღვართან საბაჟო მონიტორინგი უნდა განახორციელოს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მაისის 17:00 საათის მონაცემებით
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 მაისის 17:00 საათისთვის
"განახლებადი ენერგიების ადგილობრივი რესურსების ათვისება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია"- რომეო მიქაუტაძე
ეროვნულმა ბანკმა თანხის გადმორიცხვის მიხედვით პირველი ქვეყანა გამოავლინა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 მაისის 17:00 საათისთვის