„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში კომპანია „Sinohydro”-ს საქმიანობაზე 21 სისტემურ დარღვევას აქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქმიანობის შესახებ კვლევის შუალედურ შეფასებას აქვეყნებს და საზოგადოებისთვის საჯაროდ ხდის კომპანიისა და მის მიმდებარედ საწარმოო ტერიტორიაზე დარღვევების ჩამონათვალს, რომელის შემოწმებაც უკანასკნელად 2016 წლის 16 მარტს განხორციელდა. 

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ შემოწმებულ იქნა თუ არა კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ის საქმიანობის პროცესში შრომის უსაფრთხოება და გაცემულა თუ არა რეკომენდაციები დასაქმებული პირების შრომითი უფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით. ორგანიზაცია საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპირირების დეპარტამენტის ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ  გამოკვეთილია 21 საკითხი, რომელიც უხეში დარღვევის სახით დადგენილია კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის საქართველოში საქმიანობიდან. მეტიც, ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ში არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. კომპანია ვერ წარმოადგენს თანამდებობრივ და საწარმოო ინსტრუქციებს. ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი და შინაარსი ბუნდოვანია. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები საუბრობენ დასაქმებულთათვის უცხო ენაზე, რაც იწვევს ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტს. აღნიშნული განაპირობებს შრომის დაბალ კულტურასა და არაჯანსაღ სამუშაო პროცესს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მიუთითებს იმ 21 დარღვევაზე, რომელიც კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ის საქართველოში საქმიანობის ფარგლებში დადასტურებულია:

 

1. დასაქმებულები არ გადიან სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას;

2. სამუშაო ადგილები არ არის მომარაგებული პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;

3. საწარმოში მოსაწესრიგებულია სახანძრო უსაფრთხოება;

4. საწარმოში მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება;

5. საწარმოს ტერიტორიაზე და საამქროებში არ არის საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი ხასიათის მქონე ამკრძალავი, სავალდებულო, სარეკომენდაციო და დამხმარე ხასიათის ნიშნები;

6. ჟანგბადის და პროპანის ავზები მიმოფანტულია საწარმოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ. ექსპლუატაციაში მყოფ მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებს არ უტარდება ტექნიკური შემოწმება უსაფრთხოების კომპონენტზე;





მსგავსი სიახლეები
"მიუღებელია, რომ ადვოკატი მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს საჯაროდ ავრცელებდეს"– დავით ასათიანი თემქაზე მოკლულ გოგონაზე
თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
"პრემიერის ასეთი განცხადება: „ვაი ეს რა მოხდა“ - უკვე დაგვიანებულია" - ვახტანგ ძაბირაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ განამწესა
თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
პროკურატურაში ხელმძღვანელი პირიების საკადრო ცვლილება განხორციელდა
თემქის დასახლებაში 21წლის გოგო მოკლეს
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა
აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავს
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სახალხო დამცველმა იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას მიმართა
"მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა" - აუდიტის ანგარიში
,,ამ პიროვნებისთვის ობიექტის მიყიდვამ თბილისის ბიუჯეტი დააზარალა" - გიორგი მამრიკაშვილი-ოთარ ფარცხალაძეზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის 6 და ქურდობის 8 ფაქტი უმოკლეს დროში გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი ოქროს რეალიზების ფაქტზე სომხეთის მოქალაქეები დააკავა